თელა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)

ტერმინს „თელა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თელა.

თელასოფელი საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში (ცოდნისკარის თემი), მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ბაისუბნისხევის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 280 მეტრი, ლაგოდეხიდან 12 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 779 ადამიანი.

სოფელი
თელა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თემი ცოდნისკარი
კოორდინატები 41°48′30″ ჩ. გ. 46°08′44″ ა. გ. / 41.80833° ჩ. გ. 46.14556° ა. გ. / 41.80833; 46.14556
ცენტრის სიმაღლე 280
მოსახლეობა 779[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თელა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
თელა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)
თელა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
თელა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)

2011 წლის 16 ნოემბერს სოფელში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ძვ. წ. I და II საუკუნეების უნიკალური ნივთები აღმოჩნდა. კერძოდ ელინისტური შავპრიალა თიხის ჭურჭელი, დოქები, ბრინჯაოს სამაჯურები და კალმის სამკაულები, რომლებიც ოქროს მტვრით არის დაფარული[2][3].

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 779 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 1007 403 604
2014[1]   779 403 376

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება