დამბალხაჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} {{ინფოდაფა |ზევით =დამბალხაჭო |ზედა სტილი = |ზედა კლასი = |ს...
(განსხვავება არ არის)

10:34, 22 აგვისტო 2018-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

დამბალხაჭო

დამბალხაჭო, ფშაური კერძი.
სამზარეულო
ქართული სამზარეულო
მონაცემები
წარმოშობის ადგილი საქართველოს დროშა საქართველო, ფშავი
შემადგენლობა •რძე
•მარილი

დამბალხაჭო, დამბალი ხაჭოქართული ეროვნული კერძი, რომელსაც ამზადებენ ისტორიული ფშავის ტერიტორიაზე. წერილობითი წყაროებით ის ორ საუკუნეზე მეტს ითვლის და ივარაუდება, რომ 1800-იანებამდეც ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული.[1] საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით[2], დამბალხაჭოს და მის დამზადების ტექნოლოგიას საქართველოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დამზადების ტექნოლოგია

ხაჭოს მომზადება

ახლადგამოწველილ რძე ისხმება ფართოპირიან ჭურჭელში დამჟავებამდე, რის შემდეგაც ისხმება სპეციალურ ხელსაწყოში, ჩხუტში, რომლითაც იდღვიბება და წარმოიქმნება კარაქი, კარაქის ამოღების შემდეგ დარჩენილ სითხეს დო ეწოდება. დოს გაცხელებით მიიღება ის ხაჭო, რომლითაც მოგვიანებით დამბალხაჭო მზადდება.

გაშრობა

მიღებული ხაჭო კარგად იწურება. შემდეგ იწურება და მოეყრება მარილი გემოვნებით. მარილმოყრილი ხაჭო იზილება და იკვერება, უკვე შეკვერილი კი ეწყობა ძობანში გასაშრობად. ძობანი ხისგან მოწნული ჩამოკიდებული სათავსოა, რომელის ქვემოდან ანთებული ცეცხლის კვამლითაც შეწყობილი ხაჭოს კვერები შრება. გამშრალი ხაჭო ირეცხება რძის შრატით.

დალბობა

დამზადების შემდეგი ეტაპი გამშრალი ხაჭოს დალბობა, ანუ დავარგებაა. ამისათვის ხაჭოს კვერები ეწყობა თიხის ქოთანში ან ქვევრში, სადაც ჰერმეტულად დაახლოებით ორ თვეს ატარებს, ზოგჯერ აღნიშნული თიხის ჭურჭელი მიწაშიცაა ჩაფლული. ხაჭოს კვერები გარედან ობდება, შიგნიდან კი ლბება და ოქროსფერი ხდება.[1]

საკვებად გამოყენება

დამბალხაჭოს საკვებად იყენებნ მშრალად ან გაცხელებულს დიდი რაოდენობის ერბოსთან ერთად. მსგავსად მომზადებულ კერძს დამბალხაჭოს „ხაჭოერბო“ ეწოდება.[3]

წარმოების პერიოდი და არეალი

 
ისტორიული ფშავი

დამბალხაჭო მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით მზადდება. მისი წარმოების არეალია ისტორიული ივრისა და არაგვის ფშავის, ერწო-თიანეთის ტერიტორიები. აგრეთვე მას ამზადებენ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის ფშავლებით დასახლებულ სოფლებში, როგორებიცაა ჭართალა და ლაფანყური.

სქოლიო