სომხურ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობები

სომხურ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობები — ურთიერთობა სომხურ და აზერბაიჯანულ ეთნიკურ ჯგუფებსს შორის ენისა და კულტურის თვალსაზრისით.

საქართველოში დაბადებული სომეხი აშუღი საიათნოვა

საბჭოთა კავშირის პერიოდში, ბაქოს რუსიფიკაციამ გამოწვია სუბ-კულტურის შექმნა რომელიც გავრველებბული იყო მოსახლეობაში, რომელიც შედგებოდა რუსებისგან, აზერბაიჯანელებისგან, სომხებისგან და სხვა.[1][2][3][4]

აზერბაიჯანული ენის ცოდნა

რედაქტირება

1836 წლის ერთ ერთ წყაროში ნათქვანია, რომ: „აზერბაიჯანული ურთიერთობისთვის გამოიყენება არა მხოლოდ მუსლიმებს შორის, არამედ სომხებთან და ებრაელებთანაც."[5]

აზერბაიჯანული გავრცელებული იყო სომეხი-თათების თემებს შორისაც. ქიოჰნა ხაჩმაზის და ყარაჯალის სომხური მოსახლეობაც საუბრობდა აზერბაიჯანულად. ქილვარის სომეხი-თათები ორენოვანი იყვნენ. ძირითადად თათურად და აზერბაიჯანულად საუბრობდნენ. მათ ისტორიულად თავის მხრივ 1912 წლამდე მჭიდრო კავშირი ქონდათ სომხურ ენოვან ხომხებთანაც. ირანელი მეცნიერი ბ. ვ. მილერი აღნიშნავს, რომ 1912 წელს ერთი სომეხი მღვდელი რომელმაც არ იცოდა თათური იძულებული იყო ქილვარის სომეხ-თათების მრევლთან აზერბაიჯანულად ექადაგა, რადგან მათ აზერბაიჯანული უკეთესად იცოდნენ ვიდრე სომხური.[6]

აზერბაიჯანული ნასესხები სიტყვები სომხურში

რედაქტირება
 
იოანეს ერზინკაცი და პრინცი აპლოხი

სომეხი ლინგისტის ჰრაჩია აჩარიანის მიხედვით კონტაქტი სომხურ დ აზერბაიჯანულ ენებს შორის XI-XII საუკუნეებიდან იწყება. ეს დაკავშირებულია თურქმენული ტომების სამხრეთით და ყივჩაყების ჩრდილოეთით გადასვლასთან. XII-XiV საუკუნეების სომხური წყაროები, განსაკუთრებით შემდეგი ტექსტები: კირაკოს განძაკეცი, სემპად სპარაპეტი, იოანეს ერზინკაცის და ოვანეს ტკლურანცის ნაშრომები შეიცავენ ორასზე მეტ აზერბაიჯანულ და თურქულ სიტყვას.[7]

წიგნში: „პეტრე დიდის ურთიერთობა სომეხ ხალხთან", სომხური დოკუმენტის კომენტირებისას გ. ა. ეზოვმა აღნიშნა რომ: „დოკუმენტი ძირითადად დაწერილი იყო სალაპარაკო სომხურზე და სავსე იყო თათრული (აზერბაიჯანული) სიტყვებით".[8]

1902 წელს გამოცემულ წიგნში: „თურქული ნასესხები სიტყვები სომხურში" სომეხი ეტიმოლოგისტი და ლინგვისტი ჰრაჩია აჩარიანს ჩამოთვლილი აქვს ნასესხები სიტყვები სომხურისკონსტანტინოპოლის, ვანის, დონის ნახიჩევანის და ყარაბაღის დიალექტებიდან რომლებიც როგორც თურქულიდან ასევე აზერბაიჯანულიდან იყო ნასესხები.[9]

ლინგვისტის და თურქოლოგისტის ე. ვ. სევორტიანის მიხედვით იოანეს ერზინკაცის ნაშრომებში გვხვდება ისეთი ნასესხები აზერბაიჯანული სისტყვები როგორიცაა: "verurem" (“ვაძლევ”) და "aldurmush (“იძულებული ვიყავი ამეღო”), "yeri, yeri" (“წასვლა”), "ayıb" (“სირცხვილი, ნაკლებობა”).[10]

ლიტერატურა

რედაქტირება

ფოლკლორი და აშუღუეი პოეზია

რედაქტირება
 
ჰოვნათან ნაღაში

სომეხი მეცნიერის მ. აბეღიანის მიხედვით სომხური პოეზიის ჟანრი ჰაირენი იგივეა რაც ბაიათის კითხვა. ფესფი-ჰალი აზერბაიჯანული ბაიათის ჟანრი, რომელიც მკითხაობას უკავშირდება იგივეა რაც სომხული კან-გულუმი. ხაჩატურ აბოვიანი, პერჭ პროშიანი და ღაზაროს აღაიანი ამბობენ, რომ ისინი იყენებდნენ ფესფი-ჰალის და სხვა აშუღურ პოეზიას რომელიც ხალხურ ტრადიციებში გამოიყენება.[11]

ეკბერ იერევანლიმ შეაგროვა სომხური და აზერბაიჯანული ზღაპრები. მან ბევრი საერთო იპოვა აზერბაიჯანულ და შაკამახურ სომხურ ზღაპრებში. სომხებს ქონდა ისეთი აზერბაიჯანული ეპიკური ნაწარმოებების საკუთარი ვერსიები როგორიცაა: ასლი და ქერემი, აშიკ ქარიბი[12] და ქოროღლის ეპოზი. სომხურ დავით სასუნცის ბევრი საერთო აქვს აზერბაიჯანულ ქოროღლისთან.[11]

საქართველოში დაბადებულმა სომეხმა საიათნოვამ აზერბაიჯანულად 115 ლექსი დაწერა. აქვს ლექსები სადაც ერთდროულად გამოიყენება სომხური, აზერბაიჯანული, სპარსული და ქართული. ის აგრძელებდა სრულიად ამიერკავკასიური აღუღობის ტრადიციას.[13] მას უყვარდა გამორჩეული აზერბაიჯანულ ენოვანი სპარსი პოეტის ნასიმის შემოქმედება ისევე როგორც სომეხ აშუღ მირანს. მან ხუთიო ლექსი მიუძღვნა სეფიანთა იმპერიის დამაარსებელ და დიდ აზიელ პოეტს ისმაილ I-ს.[11]

თანამედროვე ლიტერატურა

რედაქტირება

1956 წელს აზერბაიჯანელმა პოეტმა მამედმა დაწერა ნოველა - საიათნოვა. სადაც ის იხსენებს საიათნოვას ბოლო დღეებს და მის ტრაგიკულ სიკვდილს.[14]

  1. Rumyantsev, Sergey. capital, a city or village. Results of urbanization in a separate taken in the South Caucasus republic.
  2. Mamardashvili, Merab. "The solar plexus" of Eurasia. დაარქივებული 2022-02-25 საიტზე Wayback Machine.
  3. Chertovskikh, Juliana and Lada Stativina . Azerbaijan lost Nasiba Zeynalova.
  4. Yunusov, Arif. Ethnic and migration processes in the post-Soviet Azerbaijan.
  5. Волкова Н. Г. О расселении армян на Северном Кавказе до начала XX века // Историко-филологический журнал. — Ереван, 1966. — № 3. — С. 268.
  6. Boris Miller. Tats: Their Settlement and Dialects. Azerbaijan Research and Study Society. Baku, 1929.
  7. Azerbaycan-ermeni dil temasları üzerine. Z.İ.Budaqova, V.L.Qukasyan. Çeviri: Doç. Dr. Sevinç Üçgül)
  8. Эзов Г. А. Сношения Петра Великого с армянским народом. — Типография Императорской Академии Наук, 1898.
  9. John A. C. Greppin and Amalya A. Khachaturian; with an introduction by Gevorg B. Djahukian and an excursus by H. D. Muradyan. A handbook of Armenian dialectology. — Delmar, N.Y. : Caravan Books, 1986. — С. 11. — 253 с. — ISBN 0882060651.
  10. Севортян Э. В. Тюркизмы у ранних армянских писателей // Институт языкознания Академии наук СССР. Структура и история тюркских языков / Отв. ред. Э. В. Севортян. — М.: Наука, 1971. — С. 274.
  11. 11.0 11.1 11.2 Azerî (Türk) – Ermeni İlişkilerinin Tarihî ve Kültürel Boyutu Üzerine. Kâmil Veli Nerimanoğlu, Nazım Muradov.
  12. Даронян С. К. «Ашик-Кериб» Лермонтова и армянские записи сказания. — «Вестник общественных наук АН Армянской ССР», 1974. — № 4. — С. 79—92.
  13. В.С.Налбандян. Певец человека и любви. — Л., 1982. — С. 7,8,25.
  14. Очерк истории азербайджанской советской литературы. — М.: Издательство Академии наук СССР, 1963. — С. 459. — 570 с.