ბაიათი — ლირიკულ-სატრფიალო ხასიათის აზერბაიჯანული რომანსი-სიმღერა. ბაიათს, როგორც წესი, საფუძველი უდევს რვა ტაეპისაგან შემდგარი შვიდმარცვლიანი ლექსი, გარითმული ასეთი სქემით: ააბა. მღერიან ხმის მაღალ რეგისტრში, აქვს ფართო დიაპაზონის მელოდიური ქარგა, ელეგიური, სევდიანი, მღერადი ჰანგი. მდიდარია მელიზმებით. ბაიათს უპირატესად აშუღები ასრულებდნენ მუსიკალური საკრავების (საზი, თარი, ქამანჩა) თანხლებით.

ბაიათი XVIII-XIX საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოშიც, განსაკუთრებით თბილისში იყო გავრცელებული, სადაც მან ქართული ქალაქური სასიმღერო ლირიკის ზემოქმედება განიცადა. ქართული ბაიათის ტიპური ნიმუშია „ორთავ თვალის სინათლევ“. საქართველოში ბაიათს ასრულებდნენ თბილისელი აშუღები: ჰაზირა, საგინაშვილი, მაჩაბელი, ჭიპრ-დალაქიშვილი და სხვები.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Баjаты // Азербайджанская советская энциклопедия / Под ред. Дж. Кулиева. — Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1976. — Т. I. — С. 542.