ჰაზირა (ნამდვილი სახელი და გვარი აბრამ აბრამოვი; დ. 1845, შულავერი — გ. 12 იანვარი, 1922, თბილისი) — თბილისელი მგოსანი, დაირის დაკვრის ოსტატი, აშუღი. ეროვნებით სომეხი, საიათნოვას ცნობილი მემკვიდრე.

ჰაზირას პოეზიისათვის დამახასიათებელია პატრიოტული და სოციალური თემატიკა. როგორც ამქრის უსტაბაშს, ჰაზირას არაერთი შეგირდი დაულოცავს ოსტატად. ისინი დადიოდნენ საქართველოს დაბა-სოფლებში და ავრცელებდნენ თავისი მასწავლებლის სიმღერებს, რომელთაგან აღსანიშნავია „აღზდექ, თამარ დედოფალო, შენთვის ტირის საქართველო“, „სადაც არის გათენდება, აღზდექ, მუშავ, შენ!“ და სხვა. ქართულ თეატრში წარმოდგენის აქტებს შორის ჰაზირას „დარფა“ უკრავდა და მღეროდა პიესის შესაბამის ლექსებს, რითაც აძლიერებდა წარმოდგენის ემოციურ ზეგავლენას.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება