ქამანჩა
ქამანჩა — აღმოსავლური სამ ან ოთხსიმიანი ხემიანი საკრავი.
აღწერა
რედაქტირებასაერთო სიგრძეა 65-90 სმ. კორპუსი მრგვალია, ბურთისებრი, ამოღრუებული. დამზადებულია თუთის ან კაკლის ხის მასალისაგან. კორპუსს გადაკრული აქვს მემბრანა - თევზის ტყავი ან ბუშტი. ყელი მრგვალია, საქცევები არ აქვს. ინკრუსტირებულია სადაფითა და ძვლით. სიმების ქვეშ რკალისებური ჯორაკი დგას. აწყობილია კვარტულად. ხემი - ხის მოღუნული ჯოხია, რომელზედაც თავისუფლადაა მიმაგრებული ძუა, დაკვრის დროს შემსრულებელი ძუას ჭიმავს სათანადო სიმაღლეზე. დაკვრის ტექნიკის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გადასვლა ერთი სიმიდან მეორეზე ხდება არა ხემით, არამედ საკრავის მოძრაობით. მისთვის დამახასიათებელია ყრუ ჟღერადობა. ქამანჩა პოპულარულია როგორც სოლო საკრავი, ასევე ანსამბლში. ამჟამად აზერბაიჯანში იგი საკონცერტო-საესტრადო ინსტრუმენტია და გამოყენებულია ხალხურ საკრავთა ორკესტრშიც. ქამანჩის სახეობები გავრცელებულია სომხეთში, აზერბაიჯანში, დაღესტანში, ცენტრალურ აზიაში (თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი), თურქეთში. საქართველოსა და განსაკუთრებით თბილისში გავრცელდა დაახლოებით XVIII ს-დან სხვა აღმოსავლური საკრავების მსგავსად როგორც ინსტრუმენტული ანსამბლის შემადგენელი, თავდაპირველად ქ. თბილისში და შემდეგ ჯერ მიმდებარე სოფლებსა და რეგიონებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925
- მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988