იოანეს (ჰოვანეს) ერზინკაცი, ერზინკელი (სომხ. Հովհաննես Երզնկացի) — XIII საუკუნის სომეხი პოეტი და ასტროლოგი. მისი ნა­შრომი „ზეციური მოძრაობისათვის“ და­წე­რი­ლია თბილისში 1284 წელს. მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევების შემდეგ და მათი მკაცრი მმართველობის პირობებ­შიც კი თბილისი სომეხი პოეტის აღტაცებას იწვევს. ქართველთა სამეფოს იგი „ღვთივ დაცულს“, ხოლო მის მთავარ ქალაქს „სახელგანთქმულსა და მემატიანეთგან ფაიტაკარანად (სომხურად – „ხისგან ნაგები ქალაქ“) წოდებულ დიდ დედაქალაქ თბილისს“ უწოდებს. იოანეს ერზინკაცს თბილისელ სომეხთა საკრებულო ტაძარში სიტყვა წარმო­უთქვამს ასტროლოგიის სა­კითხებზე.[2]

იოანეს ერზინკაცი
სომხ. Հովհաննես Երզնկացի
დაბადების თარიღი 1230-იანები[1]
დაბადების ადგილი Q16379981?[1]
გარდაცვალების თარიღი 1293[1]
გარდაცვალების ადგილი Akner monastery[1]
დასაფლავებულია ერზინჯანი[1]
საქმიანობა ფილოსოფოსი[1] , მეცნიერი[1] , მატენაგირი[1] , exegete[1] , გრამატიკოსი[1] , ხელოვნებათმცოდნე[1] , მასწავლებელი[1] და საზოგადო მოღვაწე[1]
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. მაისურაძე გ., იოანეს (ჰოვანეს) ერზინკაცი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 323.