სიუ იუხუა
სიუ იუხუა (ჩინ. 許昱華, ფინინი: Xǔ Yùhua; დ. 29 ოქტომბერი, 1976, ძინხუა, ჩინეთი) — ჩინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიოს მე-11 ჩემპიონი. ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი 2006 წელს გახდა და 2008-მდე ფლობდა ტიტულს. იგი მესამე ჩინელი ქალი იყო, ვინც ეს მოახერხა. მანამდე ჩემპიონები სიე ძუნი და ჭუ ჩენი გახდნენ.
სიუ იუხუა2008 წელი | |
ქვეყანა (სპორტი) | ჩინეთი |
---|---|
ეროვნება | ჩინელი |
დაბადების თარიღი | 29 ოქტომბერი, 1976 |
დაბადების ადგილი | ძინხუა, ჩინეთი |
წოდება | დიდოსტატი (2007) |
ფიდე რეიტინგი | 2465 (თებერვალი 2021)[1] |
მაქსიმალური რეიტინგი | 2517 (აპრილი 2006) |
გარდა ამისა იუხუა არის ოლიმპიადის სამგზის გამარჯვებულიც.
მოკლე ბიოგრაფია
რედაქტირებაჭადრაკის თამაში 6 წლისას მამამ ასწავლა. 1996 წელს აზიის გოგონათა ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1998-ში კუალა-ლუმპურში აზიის ქალთა პირველობა[2].
მსოფლიოს ჩემპიონატი
რედაქტირება1996
რედაქტირებამსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა 1993 წლიდან დაიწყო, როცა ფიდეს ზონალური ტურნირი მოიგო. ივლის-აგვისტოში ინტერზონალურ ტურნირში იასპარეზა, რომელიც ჯაკარტაში შვეიცარიულ სისტემით გაიმართა. მან 4 მოიგო, 6 წააგო, 2 ყაიმით დაასრულა, ორიც გამოტოვა, 39 მონაწილეს შორის 27-ე ადგილს დასჯერდა და კანდიდადთა 9 ქალიან ტურნირზეც ვერ მოხვდა. რომლის გამარჯვებულიც 1995 წელს გამოვლინდა და მომდევნო წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მოქმედ მფლობელს შეერკინა.
2000
რედაქტირებაოთხი წლის შემდეგ დელიში მოსინჯა ძალები, სადაც 61 მონაწილეს შორის რეიტინგით მეხუთე იყო. შეჯიბრი კი ნოკაუტ-სისტემით გაიმართა, მან ორი მეტოქე არგენტინელი კლაუდია ამურა და აშშ-ს სახელით მოასპარეზე ანა ჰანი ერთნაირი ანგარიშით 1,5:0,5 ჩამოიცილა, თუმც მესამეში უკრაინელ ნატალია ჟუკოვთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა 1,5:2,5.
2001
რედაქტირებაუფრო უკეთესი იყო 2001 წელს მოსკოვში, სადაც 64 მონაწილეს შორის რეიტინგით მე-8 იყო. ნახევარფინალამდე მივიდა, თუმც მასპინძელ ლამაზმან ალეკსანდრა კოსტენიუკთან დამატებით დროში 1:3 დამარცხდა. მანამდე ჩინელმა ალჟირელი ფარიდა აროუჩე (2:0), სომეხი ელინა დანიელიანი (1,5:0,5), აშშ-ის სახელით მოასპარეზე ლიტველი კამილა ბაგინსკაიტე (3:1) და რუმინელი კრისტინა ადელა ფოისორი დაიფრინა (4:2).
2004
რედაქტირებამეოთხედფინალამდე უწია 2004-ში ელისტაში, თუმც ინდუს ჰუმპუ კონერუს ვერაფერი მოუხერხა და მშრალად 0:2 დამარცხდა. მანამდე ქართველი სოფიო ტყეშელაშვილი 3:1, ელინა დანიელიანი 1,5:0,5, გერმანელი ელიზაბეტ პეტცი 1,5:0,5 დაამარცხა.
2006
რედაქტირებაჩემპიონი 2006 წლის 25 მარტს ეკატერინბურგში გახდა[3]. 64 მონაწილეს შორის რეიტინგით მე-6 იყო, შეჯიბრი კი ნოკაუტ-სისტემით გაიმართა. პირველ ტურში ვიეტნამელი ჰოან ქსუან თან ხიე დაამარცხა 1,5:0,5. იგივე ანგარიშებით დაიფრინა უკრაინელი ანა უშენინა, რუსები ტატიანა კოსინცევა, კატერინა კოვალენსკაია 2,5:1,5, სვეტლანა მატვეევა და ფინალში ასევე გამოცდილ მასპინძელ ალიას გალიამოვას დაეჯახა. რეგლამენტით ფინალი ოთხ პარტიად უნდა გამართულიყო, თუმც ჩინელმა დროზე ადრე შეწყვიტა და სამ ტურში მოუმთავრა საქმე. პირველივე მოიგო შავებით, მეორე გააყაიმა, მესამე კი იმარჯვა და საბოლოო ანგარიში 2,5:0,5 დააფიქსირა.
მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | ქ |
სიუ იუხუა | ჩინეთი | 1 | = | 1 | - | 2,5 |
ალისა გალიამოვა | რუსეთი | 0 | = | 0 | - | 0,5 |
აღსანიშნავია რომ ამ დროს იუხუა ფეხმძიმედ იყო. [4]. იმ წელს ჩემპიონი სამშობლოში პეკინის ათ გამორჩეულ ახალგაზრდათა შორის დაასახელეს.
2008
რედაქტირება2008 წელს ნალჩიკში პირველ ნომრად იყო განთესილი, თუმც მეორე წრეში რუს სვეტლანა მატვეევასთან 0,5:1,5 დამარცხდა. მანამდე სამხრეთ აფრიკელი ანზელ სოლომონსი 1,5:0,5 დაამარცხა.
ფიდეს გრან-პრი
რედაქტირება2009-2010-ში ქალთა შორის ფიდეს გრან-პრიზე გამოვიდა და ნანკინში მეორე ეტაპის გამარჯვებულიც გახდა. დარჩენილ სამ ეტაპზე კი მცირე ქულები მოიპოვა და საბოლოო ჩათვლაში 20 მონაწილეს შორის მე-7 ხვდა წილად, რითაც მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა. გარდა ამისა არის ქალთა მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი, 2000[5] და 2002 წლებში.
ჩინეთის ეროვნული ნაკრები
რედაქტირებასამჯერ ჩინეთის ნაკრების შემადგენლობაში 2000, 2002 და 2004-ში ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადაზე ოქრო მოიგო. პირველად მესამე დაფაზე თამაშობდა, შემდეგებში კი მეორეზე. ჩინეთის საჭადრაკო ლიგაში (CCL) ჯეძიანის კლუბში გამოდის. დიდოსტატი ქალთა შორის 2001 წელს გახდა, ხოლო კაცებში 2006-ში. ამ დროისთვის იგი გახდა 22-ე ჩინელი, ვინც ეს ტიტული დაიმსხურა. ყველაზე დიდი რეიტინგი 2006 წლის აპრილში 2517 ჰქონდა.
განათლება
რედაქტირება2004 წელს პეკინის უნივერსიტეტში იურიდიულის ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა, 2011-ში კი იმავე უნივერსიტეტში ჩინეთის ენათმეცნიერების მაგისტრი გახდა ლიტერატურაში.
სქოლიო
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://bigenc.ru/sport/text/4177536 დაარქივებული 2020-10-25 საიტზე Wayback Machine.
- http://www.oocities.org/timessquare/stadium/6485/Womens-Rd11.html
- https://en.chessbase.com/post/xu-yuhua-is-the-eleventh-women-s-world-champion
- https://en.chessbase.com/post/it-has-started-the-north-urals-cup-2008
- https://www.365chess.com/players/Xu_Yuhua
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=49535
წინამორბედი: ანტოანეტა სტეფანოვა |
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში 2006-200 |
შემდეგი: ალეკსანდრა კოსტენიუკი |