სიმონ როდრიგესი (დ. 1769 წლის 28 ოქტომბერი, კარაკასი, ვენესუელა; გ. 1854 წლის 28 თებერვალი, ამოტაპე, პერუ), ესპანური ამერიკიდან დევნილობის პერიოდში ის ცნობილი იყო როგორც სამუელ რობინზონი, ის იყო სამხრეთ ამერიკელი ფილოსოფოსი და განმანათლებელი. ცნობილია როგორც სიმონ ბოლივარის აღმზრდელი და მასწავლებელი.

სიმონ როდრიგესი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა

დაბადებული28 ოქტომბერი 1769
კარაკასი ვენესუელა
გარდაცვლილი28 თებერვალი 1854
ამოტაპე, პერუ
ხელმოწერა

დედამისი როზალია როდრიგესი იყო ფერმერის ქალიშვილი, მამამისი წარმოშობით კანარის კუნძულებიდან.[1] 1791 წლის მაისში კარაკასის კონსულმა ის მასწავლებლად დანიშნა "ბავშვებისთვის წერა კითხვის სასწავლებელში". 1794 წელს მან წარუდგინა კონსულს კრიტიკული ნაშრომი Reflection on the flaws vitiating the Reading and Writing School for Children in Caracas and Means of Achieving its Reform and a New Establishment ეს იყო თანამედროვე სკოლის მისეული ხედვა.

1797 წელს ესპანეთის მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ ჩაშლილ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო იძულებული იყო დაეტოვებინა ვენესუელა.

იამაიკაზე კინგსტონში ყოფნის დროს მან სახელი სახელი შეიცვალა და გახდა სამუელ რობინსონი, რამდენიმე წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის შემდეგ ის 1801 წელს აემგზავრა საფრანგეთში. იქ 1804 წელს ის შეხვდა ყოფილ მოსწავლეს სიმონ ბოლივარს. ერთად მათ მოაწყვეს დიდი ტურნე ევროპაში. ისისნი დაესწრნენ მილანში ნაპოლეონის რომისა და იტალიის მეფედ კურთხევას. იქ ის მომსწრე იყო ბოლივარის ცნობილი ფიცის, რომ ის მთელ ამერიკას გაანთავისუფლებდა ესპანეთის ბატონობისგან. "მევფიცავ შენს წინაშე; მე ვფიცავ ჩემი მშობლების ღმერთის წინაშე; მე ვფიცავ ჩემს ღირსებას; და ვფიცავ ჩემს სამშობლოს; რომ არ დავყრი იარაღას, არ დავზოგავ ჩემს სულს, მანამ სანამ არ დავამსხვრევ ჩვენს მჩაგვრელ ჯაჭვებს რომლებიც ახორციელებენ ესპანეთის ძალაუფლებას"

1806 - 1823 წლებში როდრიგესი ცხოვრობდა იტალიაში, გერმანიაში, პრუსიაში, პოლონეთსა და რუსეთში. შემდგომში ის ამპერიოდს ასე იხსენებდა: "მე დავრჩი ევროპაში ოც წელზე მეტს [...] მე ვმუშაობდი ქიმიურ ინდუსტრიაში [...] ვესწრებოდი საიდუმლო სოციალურ შეხვედრებს [...] ვსწავლობდი ლიტერატურას; ვსწავლობდი ენებს და ვიყავი წერა კითხვის სკოლის დირექტორი რუსეთის პატარა ქალაქში".

როდრიგესი ამერიკაში 1823 წელს დაბრუნდა, იქ ის სევ "სიმონ როდრიგესად" იწოდებოდა. 1824 წელს მან კოლუმბია]]ში პირველი სახელოსნო სკოლა დააარსა. იგი პერუში სიმონ ბოლივარმა მიიწვია და დაინიშნა "სამოქალაქო განათლების, ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა და ხელოვნების დირექტორად" ასევე იყო ბოლივიის "მაღაროების, გზების და სოფლის მეურნეობის დირექტორი".

1826 წელს როდრიგესმა დააარსა მეორე სახელოსნო-სკოლა ბოლივიის პროექტისთვის. მაგრამ ანტონიო ხოსე სუკრეს (ბოლივიის პრეზიდენტი 1826 წლის ოქტომბრიდან) არ ჰქონდა მასთან კარგი ურთიერთობა, რის გამოც როდრიგესს იმავე წელს მოუწია პროექტზე უარის თქმა. ცხოვრების დნარჩენი პერიოდი გაატარა სხვადასხვა ადგილას: პერუში, ჩილესა და ეკვადრში, სადაც ის მოღვაწეობდა როგორც განმანათლებელი და მწერალი. მისი შრომებიდან გამორჩეულია Sociedades Americanas (ამერიკული საზოგადოებები), რომელიც რამდენიმე სერიად გამოიცა: 1828 წელს არეკიპაში, 1834 წელს კონსეფსიონში, 1838 წელს ვალპარაისოში და1842 წელს ლიმაში.

როდრიგესის ნაწერების უმეტესობა ინახებოდა გუაიაკილში (ეკვადორი), რომლებიც 1896 წელს დიდი ხანძრის დროს განადგურდა.

როდრიგესი გამოსახულია ვენესუელის ბოლივარის 50-იან ბანკნოტზე. ის ასევე 2007 წლამდე ბამოსახული იყო ძველ 20,000-იან კუპიურზეც. უგო ჩავესის მიერ წამოწყებული ბოლივარული მისიებიდან ერთ-ერთი - მისია რობინსონი მის სახელს ატარებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Consuelo Hernández. "Simón Rodríguez y la crítica." El Nacional. August 7. 1982
  • Consuelo Hernández."Simón Rodríguez visto en la perspectiva del tiempo." Revista de la Universidad Simón Rodríguez. Año III. No. 4, l982. pp. 21–33.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება