ბოლივარული მისიები

ბოლივარული მისიები — სამართლებრივი, სოციალური კეთილდღეობის, სიღარიბის აღმოფხვრის, განათლების, საარჩევნო და სამხედრო პროგრამები, რომლებიც ვენესუელას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა დანერგა. მათი ზოგადი სახელი დაკავშირებულია სამხრეთი ამერიკის გმირთან — სიმონ ბოლივართან.

მკვიდრი მოსახლეობა მისია რობინსონში მონაწილეობისას
მკვიდრი მოსახლეობა სწავლობს წერა-კითხვას

ბოლივარული მისიები მოიცავს სიღარიბის წინააღმდეგ წამოწყებულ ინიციატივებს,[1] ღარიბებისთვის ათასობით უფასო კლინიკის აშენებას,[2] მილიონი მოზარდისთვის ინსტიტუტებში სწავლის დაფინანსებას,[3] და საბინაო სუბსიდიებს.[4] ჩვილების გარდავალების მაჩვენებელი 1998 წლიდან 2006 წლამდე შემცირდა 18.2% - ით.[5][6] მთავრობამ 2007 წლის ბიუჯეტის 44.6% მიმართა სოციალურ ინვესტიციებზე, რომელიც 1999-2007 წლების მშპ.-ს 12.8%-ია.[7] ჯინის ინდექსი 1998 წლიდან 2007 წლამდე შემცირდა 48.7-დან 42-მდე.[8] ჩავესის პრეზიდენტობის დროს სიღარიბე მკვეთრად შემცირდა 59.4%-დან 30.2%-მდე 2006 წლის მონაცემებით. ხოლო უკიდურესი სიღარიბე 21.7%-დან 9.9%-მდე იგივე პერიოდში.[9]

განათლება

რედაქტირება
  • მისია რობინსონი (დაიწყო 2003 წლის ივლისში) – მოხალისეების დახმარებით წერა-კითხვისა და არითმეტიკის მოზარდებისათვის სწავლება.
  • მისია რიბასი (დაიწყო 2003 წლის ნოემბერში) – მოიცავს კურსებს მათთვის, ვინც სკოლის ბოლო კლასები მიატოვა. სახლი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირის ხოსე ფელიქს რიბასის საპატიოდ ეწოდება.
  • მისია სუკრე (დაიწყო გვიან 2003 წელს) – მოიცავს უმაღლესის უფასო კურსებს.

საარჩევნო

რედაქტირება

გარემოს დაცვა

რედაქტირება

ჯანდაცვა

რედაქტირება
  • მისია ბარიო ადენტრო ("მისია სამეზობლოში") – ინიციატივები რომლებიც ხორციელდებოდა საზოგადო ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად (როგორც კლინიკურ ასევე ჰოსპიტალურ დონეზე), ასევე პრევენციისთვის ღარიბ უბნებში სამედიცინო პუნქტების შექმნა.
  • მისია ჰაბიტატი – ღარიბი მოსახლეობისთვის ახალი საცხოვრებელი ბინების აშენება.

იდენტიფიკაცია

რედაქტირება
  • მისია იდენტიდადი – ახორციელებს ვენესუელის საიდენტიფიკაციო ბარათების დარიგებას, სხვა მისიების განხორრციელების უზრუნველსაყოფად.

მკიდრი მოსახლეობის უფლებები

რედაქტირება
  • მისია გუაიკაიპურო (დაიწყო 2003 წლის ოქტომბერში) – ახორციელებს ვენესუელის გარემს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. იგი ახდენს ადგილობრივი დასახელებების აღდგენას, და მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დაცვას.

მიწის რეფორმა

რედაქტირება
  • მისია ზამორა – ახორციელებს მიწის ყოველმხრივ კონფისკაციას და ხელახლა განაწილებას ღარიბი მოსახლეობის სასარგებლოდ.

სოფლის განვითარება

რედაქტირება
  • მისია ვუელტ-ალ-კამპო ("სოფელშ დაბრუნება"; დაიწყო 2005-ში) – ხელსუწყობს გაღარიბებული და უმუშევარი სოფლელი ვენესუელელბის სოფელში დაბრუნებას.
  • მისია არბოლი ("მისია ხე", დაიწყო 2006 წლის ივნისში) – აღადგენს ვენესუელის ტყეებს, გეგმაშია 100,000 ხის დარგვა 5 წლის განმავლობაში. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სოფლის მოსახლეობის ჩრთვა. პროექტის მიზანია ადგილობრივების თვით ორგანიზების მიღწევა.[10]

მეცნიერება

რედაქტირება
  • მისია სიენსია (დაიწყო 2006 წლის თებერვალში) – პროექტი მოიცავს 400,000 ადამიანის მომზადებას პროგრამირებაში,[11] ასევე სკოლარშიპებს კურს დასრულებულებისათვის და ლაბორატორიების შექმნას.[12]

სოცეკონომიკური ტრანსფორმაცია

რედაქტირება
  • მისია ვუელლვან კარასი  – მისი მიზანია ვენესუელის ეკონომიკის სოციალური მიმართულებით შებრუნება. უგო ჩვესის ხედვით მისიის საბოლოო მიზანია: "ხარისხიანი და ღირსეული ცხოვრება ყველას".[13]

სამოქალაქო მილიცია

რედაქტირება
  • მისია მირანდა – ქმნის ვენესუელელების სამხედრო რეზერვს რომლებსაც შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ვენესუელის ტერიტორიის დაცვაში.
  • მისია კორაზონ ადენტრო(დაიწყო 2004 წელს) - პილოტირებულია კარაკასის ტერიტორიაზე, მისი მიზანია ვენესუელელების იდენტურობის გაზრდა კულტურის გამოყენებით.[14]
  1. UNICEF. (UNICEF, 2005). "Venezuela’s Barrio Adentro: A Model of Universal Primary Health Care". Retrieved 15 October 2005. UNICEF, p. 2. "Barrio Adentro ... is part and parcel of the government's longterm poverty-reduction and social inclusion strategy to achieve and surpass the Millennium Development Goals."
  2. Estrategia de Cooperación de OPS/OMS con Venezuela 2006-2008 (PDF) გვ. p. 54. პან ამერიკული ჯანმრთელობის ორგანიზაცია (June 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ოქტომბერი 2006. ციტირების თარიღი: 31 December 2006.(ესპანური)
  3. Márquez, Humberto. (28 October 2005) Venezuela se declara libre de analfabetismo. Inter Press Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 29 December 2006.(ესპანური)
  4. Banco de la Vivienda transfirió 66 millardos para subsidios. El Universal (10 November 2006). ციტირების თარიღი: 29 December 2006.(ესპანური)
  5. Central Intelligence Agency. (CIA, 1998). The World Factbook 1998: Venezuela დაარქივებული 2021-03-09 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 18 October 2005.
  6. Central Intelligence Agency. (CIA, 2005). The World Factbook 2006: Venezuela დაარქივებული 2015-11-24 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 22 July 2006.
  7. Perdomo, Eucaris (Panorama 24 October 2006). Economía venezolana ha crecido un 12,5% en últimos 12 trimestres[მკვდარი ბმული](ესპანური) Retrieved 24 October 2006
  8. [1].
  9. Justo, Marcelo. (27 January 2009) Entre los números y la realidad. BBC. ციტირების თარიღი: 31 January 2009.(ესპანური)
  10. “We Want to Change Human Interaction with Nature”. დაარქივებული 2006-06-27 საიტზე Wayback Machine. Accessed 18 August 2006.
  11. Venezuela Training 400,000 in Open Source. დაარქივებული 2016-01-13 საიტზე Wayback Machine. Accessed 18 August 2006.
  12. Mission Science Grants 5,000 Scholarships. დაარქივებული 2006-10-09 საიტზე Wayback Machine. Accessed 18 August 2006.
  13. Chávez anunció núcleos endógenos militares para la resistencia. El Universal (18 January 2006) (ესპანური)
  14. Venezuelanalysis, 28 April 2009, Venezuela Opens National Art Gallery and Launches National Reading Plan

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება