თენგიზ სიგუა

(გადამისამართდა გვერდიდან სიგუა, თენგიზ)

თენგიზ სიგუა (დ. 9 ნოემბერი 1934 — გ. 21 იანვარი, 2020) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, თანამდებობის პირი და პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1990–91), საქართველოს პრემიერ-მინისტრი (1992–93). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი.[1][2]

თენგიზ სიგუა
თენგიზ სიგუა
საქართველოს მე-2

პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 ნოემბერი, 1992 – 5 აგვისტო, 1993
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიბესარიონ გუგუშვილი
მემკვიდრეედუარდ შევარდნაძე
(დროებითი)
ოთარ ფაცაცია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ნოემბერი, 1990 – 18 აგვისტო, 1991
პრეზიდენტიზვიად გამსახურდია
წინამორბედინოდარ ჭითანავა
მემკვიდრემურმან ომანიძე
(პრემიერ-მინისტრის მ.შ.)
ბესარიონ გუგუშვილი
(პრემიერ-მინისტრი)

დაბადებული9 ნოემბერი, 1934
ლენტეხი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
გარდაცვლილი21 იანვარი, 2020(2020-01-21)
თბილისი
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაკომპარტია (ყოფილი)
მამაიპოლიტე სიგუა
განათლებასაქ. ტექ. უნივერსიტეტი
მეცნიერებათა დოქტორი
პროფესიაინჟინერ-მეტალურგი
რელიგიაქრისტიანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თენგიზ სიგუა დაიბადა 1934 წლის 9 ნოემბერს ლენტეხში, დასავლეთ საქართველოში. 1957 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მეტალურგის სპეციალობით. ამავე წლის აგვისტოში თენგიზი გახდა რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ინჟინერი. 1962 წლიდან მუშაობდა უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ და ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში, ხოლო 1989 წელს დაინიშნა ამავე ინსტიტუტის დირექტორად. ასევე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან – 1991 წლის 18 აგვისტომდე სიგუა იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად. იყო საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნების წინააღმდეგი.[3]1992 წლიდან იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარნეულის მაჟორიტარი). 1992 წლის 8 ნოემბერს სიგუა დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა, მას შემდეგ რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო.

2011 წელს „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თენგიზ სიგუამ განაცხადა რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს დაწყებული იყო: „ჩვენ დავიწყეთ ომი 2008 წელს. ჩვენ დავიწყეთ ცხინვალის დაბომბვა, რამაც ჩარევის უფლება მისცა რუს სამშვიდობოებსა და რუსეთის არმიას“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თენგიზ სიგუა // საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები : ტომი XVII
  2. ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. interpressnews.ge
  3. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 106, ISBN 978-9941-0-5972-8.