სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამაღლობელი.

სერგო ივანეს ძე ამაღლობელი (დ. 11 ივლისი, 1898, ამაღლება, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი ― გ. 13 თებერვალი, 1938) ― ქართველი თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი, დრამატურგი.

სერგო ამაღლობელი
დაბადების თარიღი 11 ივლისი, 1898(1898-07-11)
დაბადების ადგილი ამაღლება, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 13 თებერვალი, 1938(1938-02-13) (39 წლის)
საქმიანობა დრამატურგი და organizer of film production
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1920–1924 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიკურ ფაკულტეტებზე, ამავე დროს მუშაობდა გაზეთ „ტრიბუნაში“. 1924–1928 ლექციებს კითხულობდა თსუ-სა და კონსერვატორიაში. 1925 წელს იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, 1926–1927 — სახკინმრეწვის დირექტორი. 1928–1931 წლებში სათავეში ედგა მოსკოვის სხვადასხვა შემოქმედებით დაწესებულებას, 1931–1932 წლებში იყო მოსკოვის ახალი თეატრის, 1933-1936 წლებში კი მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

1928–1937 წლებში მოსკოვის ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა ამაღლობელის კრიტიკული და თეორიული წერილები თეატრისა და კინოს შესახებ. რუსულ ენაზე დაწერა რამდენიმე პიესა: „კარგი ცხოვრება“ (1934 დადგა მოსკოვის მეორე სამხატვრო თეატრმა). „ჩემი ქვეყანა“ და სხვა. ამაღლობელის მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „თეატრისა და კინოს პრობლემები“, თბ., 1928; მოსკოვში რუსულ ენაზე გამოცემული „ქართული თეატრი“, 1930; „დიდი ბრძოლების დრამატურგია“, 1933; „მცირე თეატრი“, 1935.

1938 წელს სერგო ამაღლობელი დაააკავეს და წაუყენეს ბრალდება, რომ იგი იყო კონტრრევოლუციური, ტროცკისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი შემქმნელი მოსკოვში, რომელიც აერთიანებდა და სათავეში ედგა მოსკოვის ქართულ, ნაციონალისტურ საზოგადოებას. მის თანამონაწილეებად განიხილეს და დააპატიმრეს მისი მეგობრებიც, რომლებიც მას ჰყავდა მოსკოვში სამუშაოდ მიწვეული 1936 წლიდან: პეტრე ოცხელი, ვახტანგ აბაშიძე და გიორგი ჟორდანია. ოთხივე მათგანს მიესაჯა დახვრეტა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება