ვახტანგ აბაშიძე

ქართველი რეჟისორი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ვახტანგ იოსების ძე აბაშიძე (დ. 1897 ― გ. 1937) — ქართველი რეჟისორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1926 წელს დაამთავრა ვ. მჭედლიშვილის მოსკოვის დრამატული სტუდია. 1927-1928 წლებში რეჟისორად მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა მარჯანიშვილის თეატრის შექმნაში. 1928-1930 წლებში იყო ამ თეატრის რეჟისორი, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მიმდევარი, მისი სპექტაკლების (ბ. შოუს „წმინდა ქალქული“, პ. ბ. შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“, კ. კალაძის „ხატიჯე“ და სხვა.) თანარეჟისორი. 1931-1932 წლებში იყო ქუთაისის თეატრის თანარეჟისორი. 1932-1934 წლებში ხელმძღვანელობდა თელავის თეატრს. 1934-1935 წლებში მუშაობდა ქუთაისის თეატრის მთავარ რეჟისორად, ხოლო 1935-1937 წლებში კი მოსკოვის მცირე თეატრის ფილიალის — ზემეტჩინოს საკოლმეურნეო თეატრის რეჟისორად.

სხვადასხვა თეატრში მისი მნიშვნელოვანი დადგმებია: ვ. კირშონის „ლიანდაგი გუგუნებს“, „სასამართლო“, ვ. შკვარკინის „სხვისი ბავშვი“, „ჭორი“, ი. ვაკელის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, ა კორნეიჩუკის „ესკადრის დაღუპვა“, გ. კობეცის „გუტა“, ი. მიკიტენკოს „ჩვენი ქვეყნის ქალიშვილები“ და სხვა სპექტაკლები.

რეპრესირებულია, ხოლო სიკვდილის შემდგე რეაბილიტირებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება