მჭედლიშვილის სტუდია

მჭედლიშვილის სტუდია — ქართული დრამატული სტუდია მოსკოვში. დააარსა ვახტანგ მჭედლიშვილმა 1923 წელს საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის ბიუჯეტით. მჭედლიშვილის სტუდია ქართული თეატრისათვის ამზადებდა რეჟისორებს, მსახიობებს, მომღერლებს, მხატვრებს. პედაგოგებად მუშაობდნენ ე. სარიჩევა, ნ. დემიდოვი, ა. ჯიველეგოვი, შ. დადიანი და სხვები. ვახტანგ მჭედლიშვილის გარდაცვალების შემდეგ (1924) სტუდიას მისი სახელი ეწოდა და სათავეში ჩაუდგა შ. დადიანი. 1926 წელს გამოსაშვებ საღამოზე წარმოადგინეს ვ. ყიფიანის „სამეგრელოს მთავარი ლევანი“ (რეჟისორი დ. ვოლკოვი); ამავე წელს სტუდია დაიხურა. მჭედლიშვილის სტუდიის აღზრდილები ი. თუმანიშვილი, გ. ჟურული, შ. აღსაბაძე, შ. სოსლანი, ნ. გოძიაშვილი, გ. სულიაშვილი, ვახტანგ აბაშიძე, გ. როსება, ა. მიქელაძე, თ. თვალიაშვილი და სხვები წარმატებით მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ საქართველოს სხვადასხვა თეატრებში.

ლიტერატურა

რედაქტირება