საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია — ენერგეტიკის სხვადასხვა სეგმენტში ბიზნესსაქმიანობის განმახორციელებელი დივერსიფიცირებული კომპანია საქართველოში. მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი და იცავს სახელმწიფოს ინტერესებს ინვესტორებთან გაფორმებულ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებში.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი ენერგეტიკა
დაფუძნდა 21 მარტი, 2006
სათავო ოფისი საქართველოს დროშა საქართველო, თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21
შემოსავალი 880,6 მლნ. (2019)[1]
სუფთა მოგება 121,4 მლნ. (2019)[1]
მფლობელი საპარტნიორო ფონდი
საიტი gogc.ge

კორპორაცია, როგორც საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მფლობელი, წამყვან როლს ასრულებს სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ტრანსსასაზღვრო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სისტემების შეუფერხებელ ფუნქციონირებას, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს ქვეყნის, ევროკავშირისა და საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრების უსაფრთხოებას მათი დივერსიფიცირების მეშვეობით.

სარგებლობს რა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობით, კორპორაცია მხარს უჭერს ახალი სატრანზიტო მარშრუტების განვითარებას კასპიისა და შავი ზღვის აუზების ენერგეტიკული პოტენციალის სრული ათვისებისთვის და რეგიონულ/გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის.

კორპორაცია დაარსდა 2006 წლის 21 მარტს, როგორც სახელმწიფოს 100%-იან საკუთრებაში მყოფი საწარმო, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შემდეგი სამი კომპანიის ბაზაზე: სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია, სს საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია და „საქნავთობი“.[2][3]

2011 წლიდან კორპორაციამ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გახდა სააქციო საზოგადოება. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:

  • გაზის და ნავთობის ტრანსპორტირება, მიწოდება და მოპოვება;
  • წილობრივი ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული სახელმწიფო წილი ნავთობის და გაზის განკარგვა და მასთან დაკავშირებული მომზადების, შენახვის, ტრანსპორტირების და რეალიზაციის ოპერაციების წარმოება;
  • საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაცია, მათი რეაბილიტაცია და ახლით შეცვლა. ახალი მაგისტრალური მილსადენების დაპროექტება და მშენებლობა;
  • სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, განვითარება და ოპერირება;
  • კასპიის ზღვის აუზის, ასევე სხვა წარმოშობის მქონე ნავთობისა და გაზის საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური მილსადენებით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება.

2011 წლისათვის საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის სისტემა ძირითადად 9 გაზსადენს მოიცავდა, მათ შორის: ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასია, ყაზახსაგურამო, ყარადაღი – თბილისი, ვლადიკავკაზი – თბილისი, საგურამო – ქუთაისი, ქუთაისი – სოხუმი, რუსთავითელავიჟინვალი, წითელი ხიდიწალკაალასტანი, გომიხაშურიბაკურიანი და აღმოსავლეთი – დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენი.[2]

კორპორაცია აფართოებს საქმიანობის მიმართულებებს ელექტროენერგიის წარმოება/მიწოდებაში, აგრეთვე ინვესტიციებს ახორციელებს განახლებადი ენერგიის წყაროებში (ქარის ელექტროსადგური).

2012 წლის ზაფხულიდან საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 100%-იანი წილის მფლობელი არის საპარტნიორო ფონდი, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით.[4] საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მართვას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.[2]

შვილობილი კომპანიები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ტყეშელაშვილი, შოთა (25 მაისი, 2020). „2019 წელს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავალი 880 მლნ ლარამდე გაიზარდა“. Business Media Georgia. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  2. 2.0 2.1 2.2 ჩვენს შესახებ. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2021
  3. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-27. ციტირების თარიღი: 2021-02-25.
  4. „GOGC-ის მოგება იზრდება“. Forbes Georgia. 22 თებერვალი, 2018. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 შვილობილი კომპანიები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021