საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
სსიპ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება. ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების სამართლებრივ რეგულირებას, სააგენტო მოქმედებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონის საფუძველზე და ეფუძნება ერთი გაჩერების პრინციპს, რაც გულისხმობს ერთიანი საინვესტიციო გარემოს შექმნას.[1]
საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 14 მაისი, 2013 |
წინამორბედი უწყება | ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ნავთობისა და გაზის დეპარტამენტი ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო |
უწყების ხელმძღვანელი | გიორგი ტატიშვილი |
ზემდგომი უწყება | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო |
საიტი | |
saog.gov.ge |
ისტორია
რედაქტირება2000 წლის 28 მარტს საქართველოს პრეზიდენტის №107 ბრძანებულებით დამტკიცდა საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს დებულება.[2] 2007 წლის 1 აგვისტოს რეორგანიზაციის შემდეგ დამტკიცდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს დებულება.[3] 2011 წლის 18 მარტს სააგენტოს ფუნქციები გადაეცა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ნავთობისა და გაზის დეპარტამენტს.[4] საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანების შემდეგ შეიქმნა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო.[5] 2017 წლის სამინისტროების რეორგანიზაციის შემდეგ ექვემდებარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
ფუნქციები
რედაქტირებასაქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:[6]
- შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად; ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
- ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე;
- ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე;
- სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;
- კონტრაქტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო, სააგენტოს მეშვეობით უშუალოდ მონაწილეობს მის მართვაში ნავთობისა და გაზის ცალკეულ ოპერაციებზე უფლებამოსილების მინიჭების, საკომპენსაციო ხარჯების აუდიტირებისა და ეროვნული მარეგულირებელი წესებით დადგენილი სხვა რეგულაციების მეშვეობით;
- სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (საქმიანობის ლიცენზია) გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსები
რედაქტირება- 15 მაისი, 2013-დან — გიორგი ტატიშვილი.[7]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩვენ შესახებ. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 2021-02-25.
- ↑ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (28 მარტი, 2000). ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2021
- ↑ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების — ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (1 აგვისტო, 2007). ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2021
- ↑ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (18 მარტი, 2011). ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2021
- ↑ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (13 მაისი, 2013). ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2021
- ↑ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების ზეგავლენა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გარემოსა და სოციალურ მდგომარეობაზე. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (2015). ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2021
- ↑ ხელმძღვანელი. საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 2021-02-25.