საფრანგეთ-ჩინეთის ომი
საფრანგეთ-ჩინეთის ომი | |||
---|---|---|---|
ტონკინის კამპანიის ნაწილი | |||
მდებარეობა | სამხრეთ-აღმოსავლეთ კონტინენტური ჩინეთი, ტაივანი, ვიეტნამი | ||
შედეგი |
| ||
ტერიტორიული ცვლილებები |
ჩრდილოეთ ვიეტნამი გადავიდა საფრანგეთის ხელში | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
საფრანგეთ-ჩინეთის ომი ვიკისაწყობში |
საფრანგეთ-ჩინეთის ომი (ჩინ.: 中法戰爭, ფრანგ. Guerre franco-chinoise, ქმერ. សង្គ្រាមបារាំង-ចិន, ვიეტ. Chiến tranh Pháp-Thanh) — ვიეტნამის ნიადაგზე აღმოცენებული კონფლიქტი საფრანგეთსა და ჩინეთს შორის 1884-1885 წლებში, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ ჩინეთის წინააღმდეგ ომის საბაბად გამოიყენა. საფრანგეთს განზრახული ჰქონდა ჩრდილო ვიეტნამის (ტონკინის) დაპყრობა, რასაც ხელი შეუშალეს ვიეტნამის მშრომელებმა და ჩრდილო ჩინეთში მყოფმა ჩინური ჯარის ნაწილებმა. სწორედ ეს გახდა საფრანგეთის აგრესიის მიზეზი ჩინეთის მიმართ.
ომის მიმდინარეობა
რედაქტირება1886 წელს ინგლისმა, ჩინეთის ხელისუფლებას აიძულა ხელი მოეწერა ჩიფუს კონვენციაზე. კონვენციით ინგლისმა მიიღო საგრძნობი კონტრიბუცია, ვაჭრობის უფლება იუნანის საზღვრისპირა (ბირმის) რაიონებში, იურიდიული შეუვალობა თავისი დიპლომატიური თანამშრომლებისათვის და სხვა შეღავათები. ჩინეთი იძულებული იყო ინგლისის ვაჭრობისათვის გაეხსნა ოთხი ახალი საზღვაო ნავსადგური (უჩანი, უხუი, ვენჯოუ და პაკჰოი) და ექვსი სამდინარო-იანძიზე. 1881 წლის რუსეთ-ჩნეთის პეტერბურგის ხელშეკრულებით, რომელმაც ბოლო მოუღო ამ ორი ქვეყნის კონფლიქტს ილის მხარის თაობაზე (მხარის დიდი ნაწილი ჩინეთს დაუბრუნდა, მცირე ნაწილი კი რუსეთს დარჩა), რუსმა ვაჭრებმა მოიპოვეს შეღავათიანი ვაჭრობის უფლება სინძიანში.
70-იანი წლებიდან იწყება იაპონელი სამურაების პირველი აგრესიული აქტები ჩინეთის წინააღმდეგ. 1874 წელს მათ პირველად მოაწყვეს დამსჯელი ექსპედიცია ტაივანის ჩინური მოსახლეობის წინააღმდეგ და შეეცადნენ ხელში ჩაეგდოთ ეს კუნძული (თუმცა უშედეგოდ). 1879 წელს იაპონელებმა მიიტაცეს ჩინეთის კუთვნილი რიუკიუს კუნძულები.მაგრამ ამით არ დამთავრებულა უცხოელთა ძალადობა ჩინეთის მიმართ.
1184 წელს ვიეტნამის ნიადაგზე აღმოცენებული კონფლიქტი საფრანგეთსა და ჩინეთს შორის, საფრანგეთის მთავრობამ ჩინეთის წინააღმდეგ ომის საბაბად გამოიყენა. 1884 წლის აგვისტოში საფრანგეთის ესკადრამ (იმის გამო, რომ ჩინეთის მთავრობამ უარყო საფრანგეთის მთავრობის მოთხოვნა ჩრდილო ვიეტნამიდან თავისი ჯარების გაყვანასა და ვიეტნამის მფარელობაზე ხელის აღების შესახებ) ზღვაზე საომარი მოქმედება დაიწყო ჩინეთის წინააღმდეგ. იგი თავს დაესხა ფუჯოუს ნავსადგურს და ჩაძირა რეიდზე მდგომი ჩინეთის ფლოტის სამხრეთი ესკადრა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთ-საფრანგეთის ომმა და ამ ომში აგრესორის მიერ გამოჩენილმა შეუბრალებლობამ ჩინეთის მოსახლეობის დიდი პატრიოტული აღტყინება გამოიწვია (რომელიც მზად იყო განეგრძო ბრძოლა გამარჯვების მოპოვებამდე), ცინების ხელისუფლებამ, რომელსაც ხალხის უფრო ეშინოდა, ვიდრე უცხოელი აგრესორებისა, ზღვაზე პირველი დამარცხებისთანავე კაპიტულაცია ამჯობინა.
1885 წლის 9 ივნისს ტიანძინში ჩინეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას, რომელიც მეტად არახელსაყრელი იყო ჩინეთისათვის. აღნიშნული ხელშეკრულებით ჩინეთი ხელს იღებდა ფორმალურ სუვერენიტეტზე ვიეტნამზე და მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევდა საფრანგეთს. სამხრეთ ჩინეთში, კერძოდ, იუნანის პროვინციაში ფრანგი ვაჭრები ღებულობდნენ თავისუფალი ვაჭრობის უფლებას.
1885 წელს ინგლისი დამკვიდრდა ბირმაში. იმავე წელს ჩინელი ხელისუფლები მორიგ დათმობაზე წავიდნენ. ამჯერად იაპონიას მიანიჭეს ჩინეთის თანაბარი უფლებები კორეაში.
შედეგები
რედაქტირებასაფრანგეთის მარცხმა გააუარესა ჩინეთის მდგომარეობა. მან საქვეყნოდ ცხადყო ჩინეთის მმართველობის ფორმებისა და სამხედრო ორგანიზაციის არქაულობა და მისი ახალი ეკონომიკური წესებისადმი შეუთავსებლობა. ომის ხარჯები მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყნის ხაზინას და მოსახლეობას, რომლებსაც ახალი ბეგარა დააკისრეს. ცინების ხელისუფლები იძულებულები გახდნენ კაბალური სესხები აეღოთ უცხოური ბანკებისაგან. ომმა შეარყია ზოგიერთი ფეოდალის პოზიციები სასახლეში, ზოგის კი გააძლიერა.
ლიტერატურა
რედაქტირება- (1884) The French at Foochow. SHANGHAI: Printed at the "Celestial Empire" Office, გვ. 49. ციტირების თარიღი: 2011-07-06. (Original from the University of California)
- Olender, Piotr (2012). Sino-French Naval War, 1884–1885. MMP Books.