რიუკიუ

(გადამისამართდა გვერდიდან რიუკიუს კუნძულები)

რიუკიუ, ნანსეი — ვულკანურ და მარჯნულ კუნძულთა არქიპელაგი იაპონიაში, კიუსიუსა და ტაივანის კუნძულებს შორის, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვას გამოჰყოფს წყნარი ოკეანის ღია ნაწილისაგან. გადაჭიმულია დაახლოებით 1200 კმ-ზე, შედგება კუნძულთა 6 ჯგუფისაგან, შედის 98 კუნძული. ფართობი 4700 კმ². უმთავრესად აგებულია მეზო-კაინოზოური და კარსტული კირქვებით (ღერძულ ზოლში ადგილ-ადგილ შიშვლდება პალეოზოური ნაოჭა საფუძველი), ჩრდილო-დასავლეთით გავრცელებულია ვულკანური ქანები. არის რამდენიმე მოქმედი და ჩამქრალი ვულკანი. რელიეფი უმთავრესად პლატოიანი, დაბალმთიანი და დაბალტერასებიანია. მაქსიმალური სიმაღლე 1936 მ (კუნძული იაკუ). ჰავა ჩრდილოეთით სუბტროპიკული, სამხრეთით ტროპიკული მუსონურია. ნალექები 2000-3000 მმ წელიწადში. ხშირია ტაიფუნი. იანვრის საშუალო ტემპერატურა უდრის 14-18°C, ივლისის — 27-28°C. კუნძულზე არის ბრინჯის, ბატატისა და შაქრის ჭარხლის ნათესები. განვითარებულია თევზჭერა. დიდი ქალაქია ნაჰა, რომელიც კუნძულ ოკინავაზე მდებარეობს. რიუკიუდან გააქვთ ანანასი.

რიუკიუ
Location of the Ryukyu Islands.JPG
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 4700 კმ²
უმაღლესი წერტილი 1936 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 1,550,161 (2005)

ლიტერატურარედაქტირება