სარტყლიანი აბლაბუდიანი სოკო
სარტყლიანი აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius bivelus) — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების (ლათ. Cortinarius) გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.
სარტყლიანი აბლაბუდიანი სოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cortinarius bivelus (Fr.) Fr., 1838 | |||||||||||||||
|
არასაჭმელ სოკოდ ითვლება. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus bivelus,[1] ხოლო 1838 წელს იგი კორტინარიუსის გვარში გადაიტანა.[2]
სეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაფირფიტებიანი სოკოა აბლაბუდიანი საბურველით. ქუდის დიამეტრი — 3-9 სმ-მდე აღწევს, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ამოზნექილი და ბრტყლად ამოზნექილი, ოდნავ ჰიგროფანული. ზედაპირი მოწითალო-მურა, კიდეებთან მოთეთრო აბლაბუდიანი ნაფიფქით, გაშრობისას — ყავისფერ-მურა.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილია კბილით, მეჩხერი, ნორჩ ეგზემპლარებს — მოყავისფრო, სიმწიფეში — ჟანგისფერ-ყავისფერი.
რბილობი — მომურო, განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე.[3]
ფეხის სიგრძე — 3-8 სმ-მდე, სისქე — 1-3 სმ-მდე, მოთეთრო-მურა ფერის, გურზისებრი დაბოლოებით, ნორჩობაში დაფარულია თეთრი ფერის „საფარველით“, შემდეგ — შესამჩნევი ზოლებით.
სპორების ფხვნილი — ჟანგისფერ-ყავისფერი. სპორები — 7-9×4-5,5 მკმ, ელიფსისებური, თითქმის გლუვი ზედაპირით.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებასარტყლიანი აბლაბუდიანი სოკო შედის Telamonia-ს ქვეგვარის რთულად გარჩევადი სოკოების ჯგუფში.
- Cortinarius laniger — იზრდება მხოლოდ წიწვივან ტყეებში, გაირჩევა უფრო ღია შეფერილობით, ხაოიანი ქუდითა და დიდი ზომის სპორებით.
- Cortinarius bulbosus — განსხვავდება უფრო მუქი შეფერილობით და ფართო სპორებით.
- Cortinarius privignoides — არაჰიგროფანულია. გააჩნია უფრო მკვრივი ფირფიტები.
ეკოლოგია და გავრცელება
რედაქტირებაფართოდაა გავრცელებული ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჰოლარქტიკულ ზონაში. ევროპაში მრავლადაა სკანდინავიის ნახევარკუნძულზე.[4] სოკო შედის პოლონეთისა[5] და გერმანიის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.
იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში.[6] მიკორიზას ქმნის არყთან.
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Нездойминого Э. Л. Семейство паутинниковые / отв. ред. М. А. Бондарцева. — СПб.: Наука, 1996. — С. 131. — 408 с. — (Определитель грибов России: Порядок агариковые. Вып. 1)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სარტყლიანი აბლაბუდიანი სოკო“ ვიკისაწყობში.
- სარტყლიანი აბლაბუდიანი სოკო Index Fungorum-ზე (ინგლისური)
- სარტყლიანი აბლაბუდიანი სოკო MycoBank-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Index Fungorum en. ციტირების თარიღი: 2015-01-26.
- ↑ E.M. Fries (1818) , In: Observ. mycol. (Havniae) 2:58
- ↑ Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
- ↑ Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2015-01-10.
- ↑ Zbigniew Mirek: Red list of plants and fungi in Poland = Czerwona lista roślin i grzybów Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany. Polish Academy of Sciences, 2006. ISBN 83-89648-38-5.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 185, ISBN 99940-856-1-1.