ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სარა ქეთრინ გილბერტი (ბრიტანეთის იმპერიის ორდენი; დ. აპრილი, 1962) ― ბრიტანელი ვაქცინოლოგი. ოქსფორდის უნვიერსიტეტის ვაქცინოლოგიის პროფესორი, Vaccitech-ის დამფუძნებელი.[9][10][11][12] გილბერტის სპეციალიზაცია გრიპის წინააღმდეგ და ვირუსული პათოგენების წინააღმდეგ ვაქცინების განვითარებაზე სპეციალიზდება.[13] იგი უნივერსალური გრიპის ვირუსის ტესტირებისა და განვითარებაში მოწინავე მკვლევარი იყო, რომლის კლინიკური კვლევებიც 2011 წელს ჩატარდა. 2020 წლის ახალი წლის დღეს გილბერტმა ProMED-mail-ის სტატია წაიკითხა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ უხანში, ჩინეთში ოთხი ადამიანი უცნობი შემთხვევის შედეგად პნევმონიის უცხო ფორმისგან იტანჯებოდა.[14] 2020 წლის 30 დეკემბერს ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფთან ერთად Oxford-AstraZeneca COVID-19 ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაამტკიცეს. [15] 2022 წლის იანვრისთვის, ვაქცინის 2.5 მილიარდ დოზაზე მეტი მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში გაიგზავნა.[16]

სარა გილბერტი
ბრიტ. ინგლ. Sarah Catherine Gilbert
დაბ. თარიღი 3 აპრილი, 1962(1962-04-03)[1] (62 წლის)
დაბ. ადგილი Kettering
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მკვლევარი, პროფესორი და იმუნოლოგი
მუშაობის ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი University of Hull[3] და აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტი[3]
ჯილდოები 100 ქალი[4] , ალბერტის მედალი[5] [6] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი, ასტურიის პრინცესის პრემია სამეცნიერო და ტექნიკური აღმოჩენებისათვის[7] და Erna Hamburger Prize[8]
საიტი jenner.ac.uk/team/sarah-gilbert

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

გილბერტი კეტერინგში, ნორთჰემპტონშირში დაიბადა. მამამისი თერძების ოფისის მენეჯერი, ხოლო დედა დაწყებითი სკოლის პედაგოგი იყო.[17] სწავლობდა კეტერინგის გოგონათა უმაღლეს სკოლაში, სადაც მედიცინის შესწავლა გადაწყვიტა.[18][19] 1983 წელს აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მიიღო ბიოლოგიურ მეცნიერებებში.[20] აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტში სწავლისას საქსოფონის შესწავლა დაიწყო, რომელზე დაკვრაშიც ბუნებაში ყოფნისას ვარჯიშობდა, რათა სხვები არ შეეწუხებინა.[18][21] დოქტორის ხარისხის მისაღებად ჰალის უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც საფუარის Rhodosporidium toruloides გენეტიკასა და ბიოქიმიას იკვლევდა. ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი 1986 წელს მიიღო.[19]

კვლევა და კარიერა

რედაქტირება

დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ გილბერტი Brewing Industry Research Foundation-ის ინდუსტრიაში დოქტორანტურის შემდეგ მკლევრად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი ლესტერის ბიოცენტრში გადაინაცვლა. 1990 წელს გილბერტი დელტა ბიოტექნოლოგიას, ბიოფარმაცევტულ კომპანიას შეუერთდა, რომელიც მედიკამენტებს ნოტინგემში ამზადებს. 1994 წელს გილბერტი აკადემიას დაუბრუნდა, ადრიან ვ. ს. ჰილის ლაბორატორიას შეუერთდა. ადრეულ კვლევებში მალარიის დროს მასპინძელი-პარაზისტის ურთიერთქმედებებს იკვლევდა. 1999 წელს უნივერსიტეტის ლექტორი გახდა. 2004 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში ვაქცინოლოგიის კურსს კითხულობდა. 2010 წელს ჯენერის ინსტიტუტის პროფესორი გახდა. Welcome Trust-თან ერთად გილბერტმა გრიპის ახალ ვირუსებზე დაიწყო მუშაობა.[19]

გილბერტი ჩართული იყო უნივერსალური გრიპის ვაქცინის ტესტირებასა და განვითარებაში. განსხვავებით ჩვეულებრივი ვაქცინისგან, უნივერსლური გრიპის ვაქცინა არ ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნას, სამაგიეროდ იმუნურ სისტემას უტევს, რათა T უჯრედები შექმნას, რომლებიც სპეციფიკურია გრიპისთვის. იგი ერთ-ერთ ძირითად ცილას გრიპის A ვირუსში იყენებს, არა გარე ცილებს, რომლებიც გარსის გარეთ არსებობენ. რადგანაც იმუნური სისტემა ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება, ჩვეულებრივი ვაქცინები უფროსი ასაკის ადამიანებისთვის არ არის ეფექტური. უნივერსალური გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად განახლებას არ საჭიროებს და შესაბამისად, მოსახლეობას სეზონური გრიპის ვაქცინების გაკეთება აღარ სჭირდება. მან პირველი კლინიკური კვლევები 2008 წელს ჩაატარა, რომელშიც Influenza A virus subtype H3N2-ს იყენებდა და ყოველდღიურად აკვირდებოდა პაციენტებს.[22][23] ეს იყო პირველი კვლევა იმის შესახებ, რომ T უჯრედების გრიპის ვირუსის საპასუხოდ მოქმედების სტიმულირებაა შესაძლებელი, რომლის შედეგადაც მოსახლეობის გრიპისგან დაცვაა შესაძლებელი.[22]

აღიარება

რედაქტირება

2020 წლის სექტემბერში გილბერტს BBC Radio 4-ის სამეცნიერო პროგრამის „The Life Scientific“ გადაეცმა მიეძღვნა. 2020 წლის ნოემბერში BBC-ის 100 ქალის სიაში შეიყვანეს და ოქსფორდის ქრისტეს ეკლესიის მთავარი ასოცირებული მკვლევარი წევრი გახდა.[24] 2021 წლის 5 მარტს Humanists UK-ის მიერ როზალინდ ფრანკლინის ყოველწლიურ ლექციაზე მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის გილბერტი როზალინდ ფრანკლინის მედლით დაჯილდოვდა. გილბერტმა ლექცია „რბოლა ვირუსის წინააღმდეგ“ წაიკითხა, რომელშიც ვაქცინაციის დეტალური ისტორიისა და oxford/AstraZeneca ვაქცინის პროგრესის შესახებ ისაუბრა.[25]

2021 წლის ივნისში გილბერტს 2021 წლის უიმბლდონის ჩემპიონატზე ფეხზე დგომით მქუხარე ოვაციები მიუძღვნეს.[26] იმავე წელს სათამაშოთა მწარმოებელმა კომპანიამ Mattel სარა გილბერტის პატივსაცემად ბარბის თოჯინა შექმნა.[27][28]

ჯილდოები

რედაქტირება

2021 წელს სარა გილბერტს Humanists UK-მ როზალინდ ფრანკლინის მედალი გადასცა.[25] იმავე წელს ხელოვნების სამეფო საზოგადოებამ მეცნიერი ალბერტის მედლით დააჯილდოვა. 2021 წელს დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საპატიო ღონისძიებაზე მეცნიერებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში COVID-19-ის ვაქცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის ოდენით დააჯილდოვეს.[29] 2021 წელს ტექნიკური და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით გილბერტს ასტურიის პრინცესის პრემია გადაეცა.[30] იმავე წელს გილბერტი მედიცინის სამეფო საზოგადოების ოქროს მედლით დაჯილდოვდა.[31] 2022 წელს მეცნიერს აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის მეცნიერების საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.[32]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1998 წელს სარა გილბერტს სამი ტყუპი შეეძინა. შვილების აღზრდა ბავშვების მამამ ითავა.[19] 2020 წლისთვის სამივე შვილი უნივერსიტეტში ბიოქიმიას სწავლობს.[17]

რჩეული ნაშრომები

რედაქტირება
  • McShane, H; Pathan, A A; Sander, C R; Keating, S M; Gilbert, S C; Huygen, K; Fletcher, H A; Hill, A V S (December 2004). „Erratum: Recombinant modified vaccinia virus Ankara expressing antigen 85A boosts BCG-primed and naturally acquired antimycobacterial immunity in humans“. Nature Medicine. 10 (12): 1397. doi:10.1038/nm1204-1397a. ISSN 1078-8956.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://beta.companieshouse.gov.uk/officers/f-oT2aAfF9jWx2iI66WB28TZnGM/appointments
  2. https://orcid.org/0000-0002-6823-9750
  3. 3.0 3.1 https://www.ndm.ox.ac.uk/working-for-ndm/working-for-ndm-page/career-profiles/professor-sarah-gilbert/
  4. https://www.bbc.com/news/world-55042935
  5. https://www.independent.co.uk/news/health/covid-oxford-vaccine-sarah-gilbert-award-b1812451.html
  6. https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners
  7. https://www.rtve.es/noticias/20210623/premios-princesa-asturias-2021-investigacion-cientifica/2108722.shtml
  8. https://memento.epfl.ch/event/erna-hamburger-award-2021/
  9. Sarah Gilbert – Nuffield Department of Medicine. University of Oxford. ციტირების თარიღი: 10 February 2020
  10. Professor Sarah Gilbert en. University of Oxford. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 10 February 2020
  11. Professor Sarah Gilbert | University of Oxford. University of Oxford. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 10 February 2020
  12. Our Team. ციტირების თარიღი: 28 March 2020
  13. Professor Sarah Gilbert | Hic Vac.
  14. Gilbert, Sarah; Green, Catherine (2021) Vaxxers : the inside story of the Oxford vaccine and the race against the virus. London. ISBN 978-1529369854. 
  15. Covid-19: Oxford-AstraZeneca coronavirus vaccine approved for use in UK. BBC (30 December 2020). ციტირების თარიღი: 30 December 2020
  16. One year anniversary of UK deploying Oxford-AstraZeneca vaccine. ციტირების თარიღი: 4 January 2022
  17. 17.0 17.1 Cookson, Clive. (24 July 2020) Sarah Gilbert, the researcher leading the race to a Covid-19 vaccine. ციტირების თარიღი: 25 June 2021
  18. 18.0 18.1 Coronavirus vaccine: Who is Professor Sarah Gilbert?. ციტირების თარიღი: 28 June 2021
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 Admin. Professor Sarah Gilbert en-GB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მარტი 2020. ციტირების თარიღი: 27 March 2020
  20. The UEA graduate leading hunt for coronavirus vaccine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2022. ციტირების თარიღი: 20 June 2021
  21. UEA alumni in 2020. ციტირების თარიღი: 28 June 2021
  22. 22.0 22.1 Jha, Alok; correspondent, science. Flu breakthrough promises a vaccine to kill all strains en-GB. The Guardian (6 February 2011). ციტირების თარიღი: 27 March 2020
  23. Sarah Gilbert — The Jenner Institute. ციტირების თარიღი: 27 March 2020
  24. e-Matters 25th February 2021 en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 სექტემბერი 2021. ციტირების თარიღი: 9 September 2021
  25. 25.0 25.1 Vaccine creator Professor Sarah Gilbert delivers Rosalind Franklin Lecture to thousands en. ციტირების თარიღი: 2021-03-08
  26. Duncan, Conrad. (2021-06-28) Wimbledon crowd gives standing ovation to Oxford Covid vaccine developer en. ციტირების თარიღი: 2021-06-29
  27. Vaccinologist Barbie: Prof Sarah Gilbert honoured with a doll (4 August 2021).
  28. Ross, Deborah. Your Sarah Gilbert doll isn’t realistic, Mattel. I want a Pay Gap Barbie.
  29. „No. 63377“. The London Gazette (Supplement): B8. 12 June 2021.
  30. IT, Developed with webControl CMS by Intermark. Katalin Karikó, Drew Weissman, Philip Felgner, Uğur Şahin, Özlem Türeci, Derrick Rossi and Sarah Gilbert - Laureates - Princess of Asturias Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-14. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
  31. Royal Society of Medicine welcomes new Honorary Fellows and medal winners. ციტირების თარიღი: 30 August 2021
  32. Covid vaccine co-creator Sarah Gilbert among 2022 UEA honorary graduates. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აგვისტო 2021. ციტირების თარიღი: 30 August 2021
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სარა_გილბერტი“-დან