Google Scholar
Google Scholar (გუგლის აკადემია) — ამერიკული კორპორაცია Google-ის ყველა სამეცნიერო დარგის და ნაწარმოების ყველა ფორმის უფასო საძიებო სისტემა. სისტემა მწყობრშია 2004 წლის ნოემბრიდან.
Google Scholar-ი ასრულებს მსოფლიო მასშტაბით არა მხოლოდ ონლაინ დოკუმენტების ძიებას, არამედ ბიბლიოთეკების კატალოგებში აღნუსხულ გამოცემებზე.
„სამეცნიერო“ ძიების შედეგების გენერაცია ხდება სრული ტექსტური ჟურნალების სტატიებში, ტექნიკურ ანგარიშებში, პრეპრინტებში, დისერტაციებში, წიგნებში სხვა დოკუმენტებში და ვებ-გვერდებზე, რომლებიც „სამეცნიერო“ კატეგორიას მიეკუთვნება განთავსებული მინიშნებების (სხვა დოკუმენტებზე ბმულებით) გამოყენებით.
ძიების შედეგს Google Scholar აჩვენებს ბიბლიოგრაფიული აღწერის ფორმით სტატიების ბმულების დართვით. Google Scholar ითვლის ავტორის ციტირების სხვადასხვა ინდექსს მის ბაზაში ჩართული ინფორმაციის გამოყენებით.
Google Scholar ციტირების ინდექსების აპარატის კორექტული მუშაობისთვის ავტორმა უნდა შექმნას პერსონალური პროფილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- ყანჩელი, თეიმურაზ (2018). ციტირების მართვის მიზნით Google Scholar -ის ავტორის პროფილის შექმნა და მართვა დაარქივებული 2022-04-08 საიტზე Wayback Machine. . DOI 10.13140/RG.2.2.22706.09929. თსუ. 6 გვ.
- Google Scholar. (გზამკვლევი). სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი. თსუ. 18 გვ.