სამხრეთ კორეის ტურიზმი
სამხრეთ კორეის ტურიზმი კორეის რესპუბლიკის ტურიზმის ინდუსტრიას მოიცავს. 2012 წელს სამხრეთ კორეას 11.1 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მონახულებად სახელმწიფოთა შორის მეოცე ადგილზე იყო, ხოლო აზიის ქვეყნებს შორის - მეექვსე ადგილზე.[1][2] ყველაზე მეტი არაკორეელი ტურისტი იაპონიიდან, ჩინეთიდან, ტაივანიდან და ჰონგ-კონგიდან ჩადის. უკანასკნელ ხანებში სამხრეთ კორეის კულტურისადმი გაზრდილმა ინტერესმა, რომელიც ხშირად კორეულ ტალღად მოიხსენიება, ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.[3] ვიზიტორთათვის ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი სეულია. სეულის გარეთ მდებარე პოპულარულ ტურისტულ დანიშნულების ადგილებს შორისაა: სეორაკსანის ეროვნული პარკი, ისტორიული ქალაქი ჩიონცუ და სუბტროპიკული ჯეჯუს კუნძული.[4] სპეციალური ნებართვის გარეშე ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობა არ არის შესაძლებელი, მაგრამ უკანასკნელ ხანებში სამხრეთ კორეის მოქალაქეებს ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების სახით კუმგანის მთის მონახულებას ნება დართეს.
სამხრეთ კორეის ტურიზმის ინდუსტრია
რედაქტირებასამხრეთ კორეის ტურიზმის ინდუსტრიის უმრავლეს ნაწილს შიდა ტურიზმი შეადგენს. ქვეყნის სარკინიგზო და საავტომობილო ფართო ქსელის წყალობით უმთავრესი ქალაქების მონახულების ერთდღიანი ტურების განხორციელებაა შესაძლებელი. საერთაშორისო ტურისტთა დიდი ნაწილი მახლობელი აზიის ქეყნებიდან ჩამოდიან. საერთაშორისო ტურისტთა მთლიანი რაოდენობის 75%-ს იაპონიიდან, ჩინეთიდან, ტაივანიდა და ჰონგ-კონგიდან ჩამოსული ტურისტები შეადგენენ.[5] კორეულმა ტალღამ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან და ინდოეთიდან ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობაც გაზარდა.
შიდა ტურიზმი
რედაქტირებაშიდა ტურისტთა რაოდენობა 2010 წლიდან გაიზარდა. 2015 წლის მონაცემებით შიდა მოგზაურობათა რაოდენობამ (მათ შორის ერთდღიანი ტურებიც) 238.3 მილიონი შეადგინა. 2014 წელთან შედარებით (227.1 მილიონი) ეს მაჩვენებელი 4.9%-ით მეტია.[6] 2014 წელს შიდა ტურიზმის შემოსავალმა 14.4 ტრილიონი სამხრეთ კორეული ვონი შეადგინა.[7]
2010 წლიდან გაიზარდა ზღვისგაღმა მოგზაურ კორეელ ტურისტთა რაოდენობაც. 2012-214 წლებში ზღვისგაღმა ტერიტორიებზე მოგზაურთა რაოდენობა საშუალოდ 8.2%-ით გაიზარდა. 2014 წელს ზღვისგაღმა ტურისტთა რაოდენობა 16.1 მილიონი იყო, ხოლო შემოსავლებმა 19, 469.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[8]
ისტორია
რედაქტირებათანამედროვე სამხრეთ კორეელთა დაკავებული ცხოვრების სტილი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად მოგზაურობის სირთულეებს წარმოშობს, რის გამოც უკანასკნელ წლებში მარტოდმარტო მოგზაურ სამხრეთ კორეელთა რაოდენობამ იმატა. გარდა ამისა მცირე შვებულებებისა და არდადეგების გასატარებლად ახლოს მდებარე სამხრეთ კორეული დანიშნულების ადგილების რაოდენობაც გაიზარდა. 2016 წლისს ფრენის ბილეთების ანალიზის შედეგების მიხედვით სამხრეთ კორეელთათვის ყველაზე პოპულარული უცხოური დანიშნულების ადგილი ოსაკა, ბანგკოკი და ტოკიო იყო. სამხრეთ კორეელების მიერ ოსაკას, ბანგკოკისა და შანხაის ხელახლა მონახულების მაჩვენებლებიც მაღალია. ევროპული დანიშნულების ადგილების, როგორიცაა ლონდონი, პარიზი და რომი ხელახლა მონახულების მაჩვენებლები გეოგრაფიული დაშორების, ძვირი ფრენებისა და მაღალი ღირებულების გამო ძალიან დაბალია.[9]
საერთაშორისო ტურისტები როგორც წესი სამხრეთ კორეაში სეულის მახლობლად მდებარე ინჩხონის საერთაშორისო აეროპორტით ჩადიან, რომელიც 2006 წელს მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად აღიარეს.[10] ასევე ხშირად გამოიყენება ბუსანსა და ჩეჟუში მდებარე საერთაშორისო აეროპორტები.
სტატისტიკა
რედაქტირებაადგილი | ქვეყანა | 2017 | 2016 | 2015 |
---|---|---|---|---|
1 | ჩინეთი | 3,116,505 | 6,948,372 | 4,712,133 |
2 | იაპონია | 2,223,214 | 2,213,099 | 1,742,531 |
3 | ტაივანი | 907,065 | 816,953 | 504,233 |
4 | აშშ | 654,986 | 659,657 | 573,194 |
5 | ჰონგ-კონგი | 643,973 | 638,838 | 511,703 |
6 | ტაილანდი | 426,801 | 399,812 | 305,953 |
7 | მალაიზია | 279,558 | 280,039 | 199,705 |
8 | ფილიპინები | 220,771 | 173,115 | 138,257 |
9 | ვიეტნამი | 220,675 | 167,413 | 91,455 |
10 | სინგაპური | 194,711 | 199,106 | 142,879 |
უცხოელ ტურისტთა ჯამი | 10,415,594 | 13,932,925 | 10,135,489 |
წელი | საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა |
% პროცენტული ცვლილება წინა წელთან შედარებით |
---|---|---|
2003 | 4,752,762 | -11.1 |
2004 | 5,818,138 | +22.4 |
2005 | 6,022,752 | +3.5 |
2006 | 6,155,046 | +2.2 |
2007 | 6,448,240 | +4.8 |
2008 | 6,890,841 | +6.9 |
2009 | 7,817,533 | +13.4 |
2010 | 8,797,658 | +12.5 |
2011 | 9,794,796 | +11.3 |
2012 | 11,140,028 | +13.7 |
2013 | 12,175,550 | +9.3 |
2014 | 14,201,516 | +16.6 |
2015 | 13,231,651 | -6.8 |
2016 | 17,241,823 | +30.3 |
2017 | 13,335,758 | -22.7 |
ჩინეთი
რედაქტირებაწლების განმავლობაში სამხრეთ კორეის ტურიზმის უმთავრესი წყარო ჩინეთი იყო. 2016 წელს სამხრეთ კორეაში ჩასულ ტურისტთა მთიანი რაოდენობის 46.8% ჩინეთიდან ჩასული ტურისტი იყო. თუმცამას შემდეგ რაც სამხრეთ კორეაში ამერიკული ანტი-სარაკეტო თავდაცვითი სისტემა (THAAD) განათავსეს, ჩინეთმა სამხრეთ კორეაში ჯგფური ტურები აკრძალა. 2017 წლის აპრილისთვის წინა წელთან შედარებით ჩინელ ტურისტთა რაოდენობამ 60%-ით იკლო.[11][12]
იაპონია
რედაქტირება2012 წელს ლიანკურის კუნძულებზე ლი მიონ ბაკის ვიზიტისას კორეაში იაპონიის კოლონიზაციისთვისიაპონიის იმპერატორისაგან ბოდიშის მოთხოვნისათვის იაპონელი საზოგადოების ხედვა სამხრეთ კორეის შესახებ საგრძნობლად გაუარესდა. 2012-2015 წლებში იაპონიიდან სამხრეთ კორეაში ჩასუულ ტურისტთა რაოდენობამ 3.5 მილიონიდან 1.8 მილიონამდე იკლო, ხოლო იმავე პერიოდში სამხრეთ კორეიდან იაპონიაში ჩასულ ტურისტთა გაორმაგდა - 2 მილიონიდან 4 მილიონამდე გაიზარდა.[13][14][15]
შიდა ტურიზმი
რედაქტირებაწელი | შიდა ტურისტთა რაოდენობა წლების მიხედვით[16][17][18] |
---|---|
2015 | 38,307,303 |
2014 | 38,027,454 |
2013 | 37,800,004 |
2012 | 36,914,067 |
2011 | 35,013,090 |
2010 | 30,916,690 |
2009 | 31,201,294 |
ტურისტული დანიშნულების ადგილები
რედაქტირებასეული
რედაქტირებასეულში 9,838,892 ადამიანი ცხოვრობს და სამხრეთ კორეის უდიდესი ქალაქია. სეულში მრავალი ტურისტული დანიშნულების ადგილია და ტურისტებს ფესტივალებით, წარმოდგენებითა და სავაჭრო ადგილებითაც იზიდავს. დედაქალაქში ტრადიციული კორეული კულტურა და თანამედროვე კულტურა ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობს.
სეულში ჩასული ტურისტები კულტურული აქტივობებითაც არიან დაკავებული.[19] კულტურული ინფრასტრუქტურის მეტროპოლიტენის სივრცეში ცენტრალიზაციის გამო სეულსა და სხვა რეგიონებს შორის დიდი სხვაობაა.[20] სამხრეთ კორეის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინსიტროს განცხადებით ქვეყნის მთლიანი კულტურული ინფრასტრუქტურის 36.4% სეულში მდებარეობს, მათ შორის საჯარო ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ხელოვნების გალერეები.
ბუსანი
რედაქტირებაბუსანი სამხრეთ კორეის სიდიდთ მეორე ქალაქია. ბუსანი კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და ისეთი უხვი ტურისტული დანიშნულების ადგილებით გამოირჩევა, როგორიცაა პლაჟები და ცხელი წყაროები. ბუსანში სხვადასხვა სახის ფესტივალიც ტარდება. ქალაქი ყოველწლიურად 11 ფესტივალს მასპინძლობს, მათ შორის ადგილობრივ ფესტივალებსა და ხელოვნების ღონისძიებებს. ყოველ აგვისტოში ბუსანი ზღვის ფესტივალს, ხოლო ყოველ ოქტომბერში ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სამხრეთ კორეა, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- [1], the Korea Tourism Organization’s London office website for info on travelling from the UK to Korea (ინგლისური)
- Tour2Korea, the Korea Tourism Organization’s website (ინგლისური)
- Ministry of Culture and Tourism (ინგლისური)
- [2] დაარქივებული 2019-01-12 საიტზე Wayback Machine. , Park Air Travel Ltd Specialists in Travel to Korea – London office website (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ UNTWO. (June 2008) UNTWO World Tourism Barometer, Vol.5 No.2 (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-19. ციტირების თარიღი: 2008-10-15.
- ↑ Kolesnikov-Jessop, Sonia (2010-11-11). „South Korea Sets Its Sights on Foreign Tourists“. nytimes.com.
- ↑ Korea Monthly Statistics.
- ↑ Statistics Korea: Resort island of Jeju is booming.
- ↑ Organisation for Economic Co-operation and Development, NATIONAL TOURISM POLICY REVIEW REPUBLIC OF KOREA, July 2002, Page 2, Table 2
- ↑ 국민여행 총량 Korean (2016-09-23).
- ↑ 이 (Lee), 태훈 (Taehun) (2016-09-06). „국내 관광 5% 늘면 1조2000억 효과“ [If domestic tourism increases by 5%, its effect makes 1.2 trillion won]. hankyung.com (Korean). ციტირების თარიღი: 2016-10-31.
- ↑ „2015년 12월 외래객입국•국민해외여행객 및 관광수입•지출 동향“ [foreign entrance•nation outbound traveler and tourism income•expense trend December 2015]. 한국 관광 통계 (Korean). 2016.
- ↑ „한국인이 가장 많이 떠나는 즉흥 여행 1위 '오사카'…2위 '도쿄'“ [Korean's most favorite spontaneous travel destinations]. 국제신문(Kookje News) (Korean). 2016-09-08.
- ↑ Phillips, Don (March 7, 2006). „Travelers call Incheon best airport“. International Herald Tribune.
- ↑ South Korea tourism hit by China ban. BBC (11 July 2017).
- ↑ Home>Tourism Statistics > key facts on tourism > Korea, Monthly Statistics of Tourism. Korea Tourism Organization.
- ↑ Aide's memoir tells why S. Korean president demanded apology from emperor. The Asahi Shimbun (January 6, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 3, 2016.
- ↑ Foreign visitors to Japan. Japan National Tourism Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-27.
- ↑ Press release. Japan National Tourism Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-02. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
- ↑ 2012국민여행실태조사최종보고서 Korean. ციტირების თარიღი: 2016-11-23
- ↑ 2015국민여행실태조사보고서 Korean. ციტირების თარიღი: 2016-11-23
- ↑ 2009년국민여행실태조사 Korean. ციტირების თარიღი: 2016-11-23
- ↑ 조 (Jo), 용철 (Yongcheol) (2016-10-10). „지역간 문화격차 ‘참담’“ [Cultural gap between regions are big problem] (Korean). 파이낸셜뉴스(Financial News).
- ↑ 김(Kim), 동민(Dongmin) (2016-10-13). „이종배 "문화 향유기회 확대 및 문화격차 해소해야"“ ["Expand the scope of cultures and eliminate cultural gaps" Lee Jongbae] (Korean). 충북일보(Chungbugilbo).