ლიანკურის კუნძულები
ლიანკურის კუნძულები (იაპონ. 竹島, ტაკეშიმა - ბამბუკის კუნძულები, კორ. 독도 [獨島], დოკდო;) — იაპონიის ზღვის დასავლეთით მდებარე მცირე კუნძულთა ჯგუფი. კუნძულები მდებარეობენ ჩრდილოეთი განედის 37°14′30" და აღმოსავლეთი განედის 131°52′გრადუსებს შორის. სუვერენიტეტი კუნძულებზე დავის საგანია იაპონიასა და კორეის რესპუბლიკას შორის.[1]. მეორე მსოფლიო ომის დასასრულის შემდეგ კუნძულებს სამხრეთი კორეა მართავს.[2]
მშობ. სახელი: იაპონ. 竹島, ტაკეშიმა, კორ. 독도 [獨島] | |
---|---|
ლიანკურის კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
კოორდინატები | 37°14′30″ ჩ. გ. 131°52′00″ ა. გ. / 37.24167° ჩ. გ. 131.86667° ა. გ. |
ფართობი | 0,187 კმ² |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 2 |
იაპონიაში კუნძულების სახელი არის ტაკეშიმა (იაპონურად 竹島, ბამბუკის კუნძულები), კორეაში კი - დოკდო (독도/獨島[3], განშორებული კუნძულები). ინგლისურად კუნძულებს ეწოდებათ ლიანკურის კლდეები (ინგლ. Liancourt Rocks). სახელწოდება „ლიანკური“ წარმოიშვა ფრანგული ვეშაპმჭერი გემის სახელწოდებიდან - «Le Liancourt». სწორედ ამ გემის ეკიპაჟის წევრები გახდნენ პირველი ევროპელები, რომლებმაც აღმოაჩინეს კუნძულები და დაიტანეს ისინი რუკაზე 1849 წელს. რუსეთში კუნძულები იყვნენ ცნობილი „მენელაისა“ და „ოლივუცი“ სახელებით, XIX საუკუნის რუსული კორვეტის პატივსაცემად.
ლიანკურის კუნძულები შედგებიან ორი დიდი და 35 მცირე კუნძული-კლდისგან. კუნძულების სრული ფართობი შეადგენს 187 450 მ². კუნძულების უმაღლესი მწვერვალი მდებარეობს 169 მეტრის სიმაღლეზე.[4] კუნძულებს არ გააჩნიათ მუდმივი მოსახლეობა, გარდა მცირე კორეული პოლიციური დანაყოფისა, კუნძულის ადმინისტრაციის წარმოამდგენლებისა და შუქურის მომსახურე პერსონალისა.[5]
ადმინისტრაციულად იაპონია კუნძულებს პრეფექტურა სიმანეს ქალაქ ოკინოსიმას ნაწილად მიიჩნევს, ხოლო კორეა - მაზრ ულინის ნაწილად.[6]).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Charles Scanlon «South Koreans vent fury at Japan» BBC Online, 18 March 2005
- ↑ «Liancourt Rocks / Takeshima / Dokdo / Tokto», Globalsecurity
- ↑ არსებობს სახელწოდების რომანიზაციის რამდენიმე სახელი — Dokdo,Tokto,Tokdo,Dokto
- ↑ Korea.net (1999—2006). Dokdo: A Profile დაარქივებული 2008-06-05 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 9 January, 2006.
- ↑ Korea.net (1999—2006). Dokdo: Inhabitants and Visitors დაარქივებული 2008-06-05 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 9 January, 2006.
- ↑ Корейские географические названия. Сеульский вестник. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-05-19. ციტირების თარიღი: 2003-05-19.