სამუმი (არაბ. سموم – ხორშაკი, ცხელი ქარი) — მშრალი, ცხელი ქარი ჩრდილოეთ აფრიკის და არაბეთის უდაბნოებში. უმთავრესად დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებისაა, აქვს ძლიერი შკვალის ხასიათი. სამუმის დროს ჰაერის ტემპერატურა (ხშირად) მატულობს 50 °С-მდე, ხოლო სინესტე ვარდება 10 %-მდე.

სამუმი უდაბნოში (ნახატი).

გადააქვს დიდი რაოდენობით ქვიშა და მტვერი (მტვერ-ქვიშის ქარიშხალი). იგი უმეტესად გაზაფხულსა და ზაფხულში იცის. ანალოგიურ ქარს, რომელიც სვლას საჰარის უდაბნოდან იწყებს და ბობოქრობს ეგვიპტეში, ხამსინი ეწოდება.

სამუმი უფრო დაუბერავს ხოლმე ზაფხულის თვეებში (ივნისი, ივლისი, აგვისტო). თუმცა უფრო ძლიერ ივლისში უბერავს. მდინარეებზე და ტბებზე მისი გავლენა იკარგება. ჩვეულებრივ, სამუმი უბერავს ზედიზედ ორი-სამი დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ რამდენიმე დღით ჩერდება.

სამუმის პირველი ცნობილი აღწერა ეკუთვნის ჰეროდოტეს („წითელი ქარი“).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება