სამარცვლე კულტურები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სამარცვლე კულტურები — იმ მცენარეების ჯგუფი, რომელთა მარცვალი ადამიანის აუცილებელი საზრდო, სამრეწველო ნედლეული და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვებია. სამარცვლე კულტურები იყოფა პურეულ კულტურებად და სამარცვლე პარკოსნებად.

პურეული სამარცვლე კულტურების (ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი, ფეტვი, სიმინდი, სორგო, ღომი, წიწიბურა და სხვა) მარცვალი მდიდარია ნახშირწყლებით, ცილებით, ფერმენტებით, ვიტამინის კომპლექსით და პროვიტამინებით, რითაც აიხსნება მათი მაღალი ყუათიანობა. მოჰყავთ თითქმის მთელ პლანეტაზე. ვეგეტაციის ხანგრძლივობისა და განვითარების მიხედვით სამარცვლე კულტურები იყოფა საშემოდგომო კულტურებად და საგაზაფხულო კულტურებად.

სამარცვლე პარკოსანთა ჯგუფში შედის ბარდა, ლობიო, სოია, ცერცველა, ოსპი, ცერცვი და სხვა. კულტურაში ფართოდ გავრცელებული მცენარეებია. მარცვალი მდიდარია ცილებით, ცხიმებითა და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება