სამანტა პაუერი
სამანტა პაუერი (ინგლ. Samantha Power; დ. 21 სექტემბერი, 1970, კასლონკი, ირლანდია) — ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტოლოგი და ჟურნალისტი. ირლანდიის მოქალაქე[1]. დემოკრატიული პარტიის წევრი.
სამანტა პაუერი Samantha Power | |
აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 აგვისტო, 2013 – 20 იანვარი, 2017 | |
პრეზიდენტი | ბარაკ ობამა |
წინამორბედი | სიუზან რაისი |
მემკვიდრე | ნიკი ჰეილი |
დაბადებული | 21 სექტემბერი, 1970 დუბლინი, ირლანდია |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | კას სანსტეინი |
შვილები | 2 |
განათლება | იელის უნივერსიტეტი |
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და პულიცერის პრემიის ლაურეატი 2003 წელს წიგნისათვის „პრობლემა ჯოჯოხეთიდან: ამერიკა გენოციდის საუკუნეში“, პრეზიდენტ ბარაკ ობამას უფროსი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებშიუკანასკნელი საპრეზიდენტო კამპანიის დროს. აშშ-ის მუდმივი წარმ0ომადგენელი გაეროში 2013 წლის 5 აგვისტოდან 2017 წლის 20 იანვრამდე[2]. ჟურნალი ტაიმსი მას ახასიათებს როგორც „სინდისის ახალი ხმა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ელიტისთვის“. სამანტა პაუერი შედის პლანეტის 100 ყველაზე გავლენიანი ქალბატონის სიაში. არის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დირექტორი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში[3][4].
ბიოგრაფია
რედაქტირებასამანტა პაუერი 1970 წლის 21 სექტემბერს ირლანდიაში, დუბლინთან ახლოს, სადაც ცხოვრობდა 9 წელი[5]. აშშ-ში მშობლებთან ერთდ გადასახლდა 1979 წელს[6]. სწავლობდა ატლანტის ლეიკსაიდის საშუალო სკოლაში, სადაც იყო კალათბურთის გუნდის წევრი. სწავლა გააგრძელა იელის უნივერსიტეტში, რომელიც ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხით დაასრულა.
1993-1996 წლებში მუშაობდა ჟურნალისტად და აშუქებდა იუგოსლავიის ომების ამბებს ისეთი გამოცემებისათვის, როგორიცაა U.S. News & World Report, The Boston Globe, The Economist და The New Republic. ამის შემდეგ დაბრუნდა აშშ-ში და სწავლა გააგრძელა ჰარვარდის სამართლის სკოლაში, სადაც 1999 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი. მომდევნო წელს მან გამოსცა თავისი პირველი წიგნი გრეჰამ ალისონის რედაქციით.
1998-2002 წლებში პაუერს ეკავა ჰარვარდის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორის თანამდებობა. ჟურნალმა ტაიმმა პაუერი შეიყვანა 2004 წლის ასი ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში[7]. ამავე წელს მან მონაწილეობა მიიღო ჩარლზ ფერგიუსონის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ეძღვნებოდა ერაყის ომს.
2005-2006 წლებშ მუშაობდა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი სენატორის ბარაკ ობამას ოფისში და ამ პერიოდში მისი ყურადღება მიიპყრო დარფურის კონფლიქტმა. 2008 წელს, როგორც კანდიდატის მრჩეველმა საგარეო საკითხებში, მონაწილეობა მიიღო ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიაში, რომლის დროსაც ჰილარი კლინტონი მოიხსენია, როგორც „მონსტრი“[8]. ძალიან მალე, The Scotsman-თან ინტერვიუში ბოდიში მოიხადა ამ შეფასებისათვის და დატოვა საარჩევნო შტაბი[9].
მისი მესამე წიგნი გამოვიდა 2008 წლის 14 თებერვალს და ეძღვნებოდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს სერჟიუ ვიეირა დი მელუს, რომელიც დაიღუპა 2003 წელს ერაყში აფეთქებების დროს. წიგნის საფუძველზე გრეგ ბარკერმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „სერჟიუ“. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე კას სანსტეინი და შვილები: დიკლანი და რიანი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bio, from Harvard’s Carr Center for Human Rights Policy
- «Гуманитарный ястреб» Обамы: Саманта Пауэр идёт на войну // Том Хейден, перевод mixednews.ru 30.03.2011
- «Are you truly incapable of shame?» დაარქივებული 2016-12-21 საიტზე Wayback Machine. — «У вас совесть есть?» (реплика, обращенная к представителю России В. И. Чуркину на заседании Совбеза ООН 13 декабря 2016 г.)(ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Running with Samantha Power, The Economist, 26.09.2019
- ↑ Munro, André. Samantha Power. Britannica.com.
- ↑ 100 самых влиятельных людей планеты. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-17. ციტირების თარიღი: 2020-02-08.
- ↑ Harvard News
- ↑ Clodagh Sheehy (2008-11-29). „welcome: IRISHwoman who resigned is back on obama's team after labelling hillary a 'monster'“. Evening Herald (ინგლისური). Dublin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-01. ციტირების თარიღი: 2011-01-29.
- ↑ Once upon a Nomar — Columns — The Boston Globe
- ↑ TIME 100: Samantha Power. Time (2003-04-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-15. ციტირების თარიღი: 2010-05-23.
- ↑ Stolberg, Sheryl Gay (March 29, 2011). „After 'Monster' Remark, Aide to Obama Resigns“. The New York Times.
- ↑ Cara Buckley. (2008-03-16) A Monster of a Slip. The New York Times. ციტირების თარიღი: 2008-03-16.