ნიკი ჰეილი
ნიმარატა ნიკი ჰეილი (ინგლ. Nimrata Nikki Randhawa Haley; ქორწინებამდე - რანდჰავა, სრული სახელი - ნიმარატა ნიკი ჰეილი; დ. 20 იანვარი, 1972, ბამბერგი, სამხრეთი კაროლინა)[1] — ამერიკელი პოლიტიკოსი და ელჩი, რომელიც მსახურობდა სამხრეთ კაროლინას 116-ე გუბერნატორად 2011 წლიდან 2017 წლამდე და ამერიკის შეერთებული შტატების 29-ე ელჩად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ორი წლის განმავლობაში, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე.[2] რესპუბლიკური პარტიის წევრი, ის პირველი ინდოელი ამერიკელია, რომელიც საპრეზიდენტო კაბინეტში მსახურობს. [3]
ნიკი ჰეილი | |
ნიკი ჰეილის ოფიციალური პორტრეტი გაეროში ელჩობისას | |
აშშ-ის საპრეზიდენტო ნომინაციის კანდიდატი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 14 თებერვალი, 2023 |
მოქალაქეობა | აშშ |
ჰეილი დაიბადა ბამბერგში, სამხრეთ კაროლინაში და მიიღო ბუღალტერიის ხარისხი კლემსონის უნივერსიტეტში. ჰეილის ოჯახი ფლობდა ტანსაცმლის ბიზნესს, სადაც ის ბუღალტერად მუშაობდა. შემდგომში იგი ქალთა ბიზნესის მფლობელთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ჰეილის პოლიტიკური კარიერა დაიწყო სამხრეთ კაროლინას წარმომადგენელთა პალატაში 2004 წელს არჩევით, სადაც ის სამი ვადით მსახურობდა. 2010 წელს, მისი მესამე ვადის განმავლობაში, იგი აირჩიეს სამხრეთ კაროლინას გუბერნატორად და 2014 წელს არჩევნებში მეორედ გაიმარჯვა .
ჰეილი იყო სამხრეთ კაროლინას პირველი ქალი გუბერნატორი, აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა გუბერნატორი და ინდური წარმოშობის მეორე გუბერნატორი (ლუიზიანის რესპუბლიკელი გუბერნატორის, ბობი ჯინდალის, შემდეგ).
ჰეილი იყო შეერთებული შტატების ელჩი გაეროში 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე.
2017-2018 წლებში ჩრდილოეთ კორეის კრიზისის ფონზე ჰეილიმ დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა გამოიყენოს სამხედრო ძალა ჩრდილოეთ კორეის შემდგომი სარაკეტო გამოცდების საპასუხოდ. იგი იცავდა აშშ-ის ინტერესებს, განსაკუთრებით აშშ-ის მხარდაჭერას ისრაელისადმი უშიშროების საბჭოში, [4] და ხელმძღვანელობდა აშშ-ის გასვლას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან. მან საკუთარი ნებით დატოვა ელჩის თანამდებობა 2018 წლის 31 დეკემბერს [5]
ჰეილი არის 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერის კანდიდატი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში . მან თავისი კამპანია 2023 წლის თებერვალში დაიწყო. [6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- საპრეზიდენტო კანდიდატობის წამოყენების ვიდეო, 14 თებერვალი 2023
- Ambassador Nikki R. Haley საიტზე Wayback Machine (archived July 24, 2018)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ AmbNikkiHaley. (May 20, 2018) Nikki is my name on my birth certificate. I married a Haley. I was born Nimarata Nikki Randhawa and married Michael Haley.. Missing or empty |number= (help)
- ↑ Read Nikki Haley's resignation letter to Trump | CNN Politics. CNN (October 9, 2018). ციტირების თარიღი: October 20, 2021
- ↑ Nikki Haley – great advocate of India-US relationship: Indian-Americans. ციტირების თარიღი: 2020-11-03
- ↑ Hennigan, Adrian (September 10, 2018). „13 Times Nikki Haley Stood Up for Israel at the UN (And AIPAC)“. Haaretz. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 4, 2021. ციტირების თარიღი: June 9, 2020.
- ↑ Borger, Julian (2018-10-10). „Nikki Haley resigns as US ambassador to UN, shocking fellow diplomats“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 14, 2023. ციტირების თარიღი: 2023-02-14.
- ↑ Nikki Haley launches presidential campaign, challenging Trump for GOP nomination. ციტირების თარიღი: 2023-02-14