სამადლო (წალკის მუნიციპალიტეტი)
სამადლო (2010 წლის 20 ნოემბრამდე — „საფარ-ხარაბა“[2]) — ისტორიული სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის წალკის მუნიციპალიტეტში[3]. მდებარეობს წალკის ქვაბულში, ბეშქენაშენის ხევის მარცხენა ნაპირზე, ბარეთის ტბის დასავლეთით, წალკის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1580 მ სიმაღლეზე. წალკიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 54 ადამიანი.[4] პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნის ისტორიულ წყაროებში.
სოფელი | |
---|---|
სამადლო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბეშთაშენი |
კოორდინატები | 41°39′06″ ჩ. გ. 44°06′27″ ა. გ. / 41.65167° ჩ. გ. 44.10750° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1580 მ |
მოსახლეობა | 82[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 84 % აზერბაიჯანელები 10 % ბერძნები 5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 82 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014[1] | 82 | 47 | 35 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 1-2, ტფ. 1935;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 697.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 53.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოოს პრეზიდენტის ბრძანებულება N947, 2010 წლის 20 ნოემბერი
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2013-09-09.
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2013-09-09.