საკვირეთი
საკვირეთი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ღრომის თემში.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე მეჯუდის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 960 მეტრი, ცხინვალიდან 37 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირება1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. ...).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 673.