საკვები ბალახები
საკვები ბალახები — ბალახოვანი მცენარეები, რომლებსაც მეცხოველეობაში იყენებენ თივად, სილოსად, სენაჟად, მწვანე საკვებად, ბალახის ფქვილად. საკვები ბალახები ქმნიან ბუნებრივ სათიბ-საძოვრებს. მათ იყენებენ მინდვრისა და საკვებ თესლბრუნვაში, თესლბრუნვის გარეშეც.
განარჩევენ საკვები ბალახების 4 სამეურნეო-ბოტანიკურ ჯგუფს:მარცვლოვნებს (კოინდარი, სათითურა, მდელოს წივანა, სუდანურა,სორგო და სხვა), პარკოსნების (კურდღლისფრჩხილა, სამყურა, ესპარცეტი, ყვითელი იონჯა, ბარდა, ცერცველა, ცულისპირა და სხვა), ისლისებრს, ნაირბალახეულს. საკვები ბალახების სამეურნეო მნიშვნელობა განისაზღვრება მათი საკვები ღირებულებით, გავრცელებით, მოსავლიანობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცაგურიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 672.