სათითურა (Dactylis glomerata) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. ფაშარკორდიანი ბალახია. მისი სიმაღლე 100 სმ აღწევს.

სათითურა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Dactylis glomerata

ბუნებრივად გავრცელებულია მთელ ევროპაში და აზიის ზოგიერთ რაიონში.საქართველოში ყველგან გვხვდება. იზრდება ალპურ სარტყლამდე ბუჩქნარებში, ტყის პირებზე, მდელოებზე, არიდულ მეჩხერ ტყეებში, ველებზე.

ერთ-ერთი საუკეთესო საკვები ბალახია. კულტურაში შეტანილია XIX საუკუნეში.

ლიტერატურა რედაქტირება