კურდღლისფრჩხილა (Lotus), მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მწავალწლოვანი, იშვიათად ორწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია.

კურდღლისფრჩხილა
Lotus corniculatus
Lotus corniculatus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  კურდღლისფრჩხილა
ლათინური სახელი
Lotus

აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას, რომელიც გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში გვხვდება 5 სახეობა. Lotus corniculatus კარგი საძოვარი (ყვავილობამდე) და სათიბი ბალახია.

ყვავილი უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს მწარე შხამიან გლიკოზიდს (თივასა და სილოსში ეს შხამი იშლება). იგი საქართველოში ყველგან იზრდება. ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნია. თივის მოსავალი 20-30 ც/ჰა. გათიბვის შემდეგ კარგად წამოიზრდება ხოლმე. ხშირად მოჰყავთ სხვა ბალახებთან ერთად კულტურულ სათიბ-საძოვრებში, რაც მნიშვნელოვნად ადიდებს ბალახნარის მოსავლიანობას და აუმჯობესებს მის საკვებ ღირსებას. კურდღლისფრჩხილა თაფლოვანია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მიქელაძე ი., ქსე, ტ. 6, გვ. 80, თბ., 1983