ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კოინდარი — მარცვლოვანი საკვები ბალახი. განეკუთვნება ორ გვარს — Arrhenatherum-სა (მაღალი კოინდარი) და Lolium-ს (საძოვრის კოინდარი, მრავალსათიბი კოინდარი). მაღალი კოინდარი (Arrhenatherum elatius) მრავალწლოვანი ფაშარბუჩქოვანი მცენარეა, სწრაფად იზრდება, გავრცელებულია ყველგან.

კოინდარის თივა ცხოველთა კარგი საკვებია. მომწარო გემოს გამო კოინდარის მწვანე მასას ცხოველი მხოლოდ სხვა მარცვლოვან და პარკოსან ბალახთან ერთად ჭამს. საძოვრის კოინდარი (Lolium perenne) მრავალწლოვანი ბალახია. შედარებით ნაკლებად უძლებს გვალვასა და ყინვას. გაძოვებისა და გათიბვის შემდეგ ინტენსიურად იზრდება. მრავალსათიბი კოინდარი (Lolium multiflorum) ერთ- ან ორწლოვანი მცენარეა.

საქართველოში ითესება მინდვრისა და საკვებ თესლბრუნვებში, როგორც ბალახთნარევების ერთ-ერთი საუკეთესო კომპონენტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოინდარი“-დან