საკვალსათბურე კულტურები

საკვალსათბურე კულტურებიბოსტნეული მცენარეები, რომლებიც მოჰყავთ კვალსათბურებში ადრეული ბოსტნეული პროდუქციის მისაღებად. საკვალსათბურე კულტურების გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი წლის განმავლობაში მოსახლეობის ბოსტნეულით მომარაგების საქმეში. არსებობს საკვალსათბურე კულტურების მოყვანის რამდენიმე მეთოდი: კვალსათბურის გრუნტში თესლის დათესვა (თვის ბოლოკი, ცერეცო, წიწმატი), ჩითილის დარგვა (კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი და სხვა), ზრდის დასრულება (ყვავილოვანი კომბოსტო, სალათა რომენი), გამოყვანა (მწვანე ხახვი, ოხრახუში, ნიახური). კვალსათბურებში მთელი სეზონის განმავლობაში (დაწყებული თებერვლიდან) რამდენიმე მოსავალს იღებენ (1 სტანდარტული ჩარჩოდან 10-50 კგ-მდე).

ლიტერატურა

რედაქტირება