არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: წყლის წიწმატი.

წიწმატი (ლათ. Lepidium sativum) — ერთწლოვანი მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ღერო 30-60 სმ-მდე იზრდება, ძლიერ დატოტვილია. ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ფრთისებრ განკვეთილი ან მთლიანი, ზედა — მჯდომარე მთლიანი. ყვავილი თეთრია, მრავალრიცხოვანი. ნაყოფი პატარა ჭოტაკია. წიწმატი ადრეულა, სიცივეგამძლე მცენარეა. სამშობლოდ მიჩნეულია ირანი.

წიწმატი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lepidium sativum

ველურად გვხვდება აზიასა და აფრიკაში, იზრდება საქართველოშიც. ფოთოლი შეიცავს მინერალურ მარილებს, C ვიტამინს, კაროტინს, იოდსა და რკინას. იყენებენ კულინარიაში. გურიაში უწოდებენ წიწმარიტს, სამეგრელოში წიწმარტეს.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება