თვის ბოლოკი (ლათ. Raphanus sativus) — ბოსტნეული მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახისა. განასხვავებენ ერთწლოვან თვის ბოლოკს (ევროპული ჯიშები), რომელიც დათესვის წელსვე იკეთებს ძირხვენასა და თესლს, და ორწლოვან თვის ბოლოკს (ე. წ. საშემოდგომო ჯიშები), რომელიც ძირხვებას იმავე წელს იკეთებს, თესლს კი — მეორე წელს.

თვის ბოლოკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Raphanus sativus

საქართველოში მოჰყავთ ყველგან, მაღალმთიან ზონაშიც. მისი მოყვანა კვალსათბურშიც შეიძლება. თესავენ მობნევით. თესვის ნორმა 20-25 კგ ჰა-ზე. თუ ნალექი საკმარისი არ არის, ნიადაგზე 2-3-ჯერ უნდა მოირწყას. არის თვის ბოლოკის მრავალი ჯიში. საქართველოში თვის ბოლოკის საადრეო ჯიშებიდან (სავეგეტაციო პერიოდი 23-25 დღე) გავრცელებულია საქსი, რუბინი, ვარდისფერი და წითელი თეთრკუდა; საშუალო ჯიშებიდან (28-30 დღე) — ვიურცბურგი, ტაშკენტი; საგვიანო ჯიშებიდან (38-40 დღე) — დუნგანი, წითელი გოლიათი, ყინულის ლოლუა და სხვა. თვის ბოლოკის ძირითადი მავნებელია ბოსტნის რწყილი, რომლის წინააღმდეგაც იყენებენ „ბი-58-ის“ 0,15%-იან ხსნარს.

ლიტერატურა რედაქტირება