საირხე

სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში.

საირხესოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კალვათა, ჭორვილა). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 560 მეტრი, საჩხერიდან 3 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვით II ათასწლეულის დასახლება.

სოფელი
საირხე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი საირხე
კოორდინატები 42°19′12″ ჩ. გ. 43°24′22″ ა. გ. / 42.32000° ჩ. გ. 43.40611° ა. გ. / 42.32000; 43.40611
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 560
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1994[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საირხე — საქართველო
საირხე
საირხე — იმერეთის მხარე
საირხე

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1994 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 2395 1156 1239
2014[1]   1994 982 1012

საირხეს უძველესი ქალაქი

რედაქტირება

კოლხეთის ტერიტორია თითქმის ემთხვევა დღევანდელი დასავლეთ საქართველოს საზღვრებს. კოლხეთი დაყოფილი იყო რვა ზონად, რომლებსაც საკუთარი ცენტრი გააჩნდა, რომლელიც რუკაზე აღნიშნულია, როგორც „მთავარი ნაქალაქარი“. მათ შორის აღსანიშნავია ჩრდილო-აღმოსავლეთ კოლხეთი – ცენტრით საირხეში, რომელიც დღეს მდებარეობს ზემოიმერეთში, ქ.საჩხერისგან 3 კილომეტრში, მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროზე განლაგებულ 15 ბორცვზე. თანამედროვე ფერდობზე შეფენილ სოფელს ამაყად თავს დაჰყურებს დიდი კავკასიონის სამხრეთით განშტოებაული რაჭა-იმერეთის ქედი, რომლის უკანაკნელ ქიმზე თავის დროზე აღუმართავთ ციხე „მოდინახე“, რომელსაც არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე საფორტიფიკაციო ნაგებობის ფუნქცია ჰქონდა და გარდამტეხი როლი უნდა შეესრულებინა ანტიკურ-ელინისტურ ხანაში საირხის ნაქალაქარის ისტორიაში, რომელიც ანაკრეფი მასალის მიხედვით მოიცავს 70 ჰა ფართობს (15 გორიდან სადღეისოდ მთლიანად გათხრილი და შესწავლილია საბადურის და სახოველის გორები, ნაწილობრივ - წყაროსთავის და ვეშაპიძის გორები). 

ზ. ბრაგვაძის აზრით, „ძვ.წ. V-IV სს-ში კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის – სკეპტუხიის ცენტრი საირხე იყო“. საირხის ქვეყნის ადგილობრივი გვაროვნული არისტოკრატია აღჭურვილი უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ფუნქციებით.

გამოითქვა მოსაზრება რომ საირხე, რომელის არქაული სახელი სარიხედ იკითხება, სოფლის ეკლესიის კედელში ჩატანებულ გვიან-ფეოდალური ხანის ერთი საფლავის ქვაზე, ბერძენი ავოტორიის პტოლემაიოსის „გეოგრაფიაში“ ნახსენები „სარაკე“ შეიძლება ყოფილიყო (ბრაგვაძე), ხოლო მ. ინაძის აზრით, საირხეს ნაქალაქარი გაიგივებული უნდა ჰოფილიყო სტრაბონისეულ „ფრიქსეპოლის-იდეესასთან“ [ინაძე, 1994:104-118].

ჯ. ნადირაძე საირხის ძვ.წ. I ათასწლეულის ძეგლებს (მხედველობაში არ არის მიღებული გვიანანტიკური და ადრეფეოდალური მასალა) სამ პერიოდად ყოფს: I – ძვ.წ. VIII-VII სს. II – ძვ.წ. VI-IV სს, III – ძვ.წ. III-I სს. [ნადირაძე, 1990:18].

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზ. ბრაგვაძე ეთანხმება საირხის მსგავს პერიოდიზაციას, მაგრამ ცალკე გამოჰყოფს კიდევ ერთ ფაზას, რომელსაც ძვ.წ. VI ს-ის დასაწყისს და ძვ.წ. VI ს-ის ბოლოს, ან ძვ.წ. V ს-ის დასაწყისს მიაკუთვნებს [ბრაგვაძე, 1993:58-59].

ჯ. ნადირაძის აზრით, ადრეანტიკურ ხანაში (ძვ.წ. VI-IV სს.) „საირხის ქვეყანა“ ტერიტორიულ პრინციპებზე შექმნილი ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც სამეფო ხელისუფლებას დამორჩილებულ საგამგეო ქალაქს წარმოადგენს. ქალაქის სათავეში ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენელი დგას, რომელიც სამეფო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული უფლებებით აღჭურვა და თავის მოხელედ აქცია.

ფარნავაზ მეფის აქტიური ექსპანსიის დაწყების გამო (უნდა განხორციელებულიყო ძვ.წ. 279 წლის შემდეგ), ძვ.წ. III – იდან საირხე ხდება და „განაგრძობს არსებობას, როგორც იბერიის სახელმწიფოს ერთ-ერთი პროვინციის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი“ [ნადირაძე, 1990:152].

ძვ.წ. II ს-ში საირხე, როგორც ჩანს კვლავ ინარჩუნებს ფარნავაზის მიერ შექმნილი საგამგეო ერთეულის ცენტრალური ქალაქის ფუნქციას. ელინისტური ხანის მიწურულს ან შესაძლებელია გვიანანტიკური ხანის დასაწყისში აღმოსავლეთ კოლხეთში არსებული მცირე ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულები ერთ დიდ საგამგეო ცენტრად ერთიანდებიან – არგვეთის საერისთაოს სახით, რომლის ცენტრალური ქალაქი ალბათ შორაპანი გახდა.  

ძვ.წ. II-I საუკუნეებიდან იგი (საირხე) გვევლინება, როგორც ყვირილის ხეობის რიგითი დასახლებული პუნქტი“ [ბრაგვაძე, 1993:67].

არქეოლოგიური გათხრები საირხეში

რედაქტირება

ისევე როგორ ვანში საირხესთან არქეოლოგიური გათხრებს საფუძველი 1910 წელს ქართული არქეოლოგიის ფუძემდებელმა და საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველმა - ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაუყარა. კერძოდ მან დაბა საჩხერეში ყორღანული ტიპის სამარხის გათხარა.

ამის შემდეგ საირეში გათხრების დაწყებას გეგმავდა აკადემიკოს მეცნიერი ბორის კუფტინი, რომელიც მუშაობდა ზემო იმერეთში, ვინაიდან მის ხელში 1950 წელს შემთხვევით აღმოჩნდა საირხეში, ადგილ ლომინაურში აღმოჩენილი საკმაოდ სტილიტირებული ლომის თავი (აღმოჩელი იქნა ისტორის მასწავლებლის გელბახიანის მიერ, რომლემაც ეს გადასცა ისტორიით დაინტერესუბულ ექიმ შარვაძიძეს, ამ უკანსკნელმა კი ბორის კუფტინს გამოსაკვლევად), თუმცა ბორის კუფტინი მალევე გარდაიცვალა და უცნობია ინახულა საირხის ძეგლი თუ არა და ამის შემდეგ ლომის ქანდაკების ამბავით და საირხეც კარგა ხანს მიივიწყეს.

1957 წელს ღამბაშიძებ (ხელოვნების მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი) იქ სადაც იპოვეს ლომის ქანდაკება, რომანოხ ნადირაძის )ამ სოფლის მკვიდრი) წანაფეოდარული ხანის სატაძრო კომპლექსის ფრაგმენტებს (ის ხვნის დროს უპოვნია ლომინაურში ნადირაძეს). ღამბაშიძებ გათხრები დაიწყო, თუმცა ამის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა რომ  ლომინაურში აღმოჩნდა (ესეც მუშების გამოკითხვით დგინდება) კერამიკულ ნაწარმს, ფალიურ საგნებს, ცხოველის ქანდაკებეს და კაპიტელის გრაგმენტებს. ასე რომ საირხე კვლავ მიივიწყეს.

არქეოლოგიური გათხრების მთავარი გარდამტეხი ეტაპია დაკავშირებულია ბატონ ჯურხა ნადირაძესთან, რომელიც ექსპედიციაში შალვა ამირანაშვილთან ერთად (ხელოვნების მუზეუმის დირექტორი) მოხვდა. აი, სამოციანი წლების დასაწყისში (1961 წელს), საჩხერის ჩრდილოეთით, მოდინახეს ფერდობზე, გზის გაყვანისას მუშები შემთხვევით წააწყდნენ სამაროვანსა და ნამოსახლარს, რამაც კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება საირხეს მნიშვნელობაზე, კერძოდ შალვა ამირანაშვილი დაინტერესდა აღმნოჩენებით და სურვილი ჰქონდა გათხრების წარმოებისა.  ამ აღმოჩენამ მთავრობის გულიც მოალბო და ხელოვნების მუზეუმის ექსპედიცია საჩხერეში გაემგზავრა ოფიციალურად ბატონი შალვას მეთაურობით, თუმცა პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება მთლიანად მინდობილი ჰქონდა ჯურხა ნადინარეს.

1967 წლისთვის, როცა საირხის არქეოლოგიური ექსპედიის ანაგრიში წარედგინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიუს ინსტუტის სამეცნიერო სესიას, უკვე მიკვლეული იყო ანტიკურ-ელინისტური ხანის ვრცელი დასახლება, სწორედ ლომინაურის დასავლეთიდან 1 კმ ში. 

1966-68 წლებში, სამი სეზონი განმავლობაში გათხრილი იყო ძვ.1 ათასწლეული ნამოსახლარი, რომელიც მოიცავდა ვეშაპისა და საბადურის გორებზე, რომლებიც შეიცავდა ელინისტურ, ადრეანტიკურ და წინარეანტიკურ ხანის მატერიალურ და მხავტვრულ კულტურის ნაშთებს, ხოლო სახოველაში ლითონის საწარმოო უბანი, სადაც სამი სათავსოსგან შედგენილი ნაგებობის ნათშების ტერიტორიაზე მოპოვებული იქნა ფერადი ლითონის წარმოებასთან დაკავშირებული საგნები.

სამარხები

რედაქტირება

საირხის ტერიტორიაზე გამოვლენია სულ 24 სამარხი, აქედან არის საბადურზე 10, რომლიდანაც 7 იყო მდიდრული სამარხი. სავარაუდოდ მათში კოლხი წარჩინებულები (შეიძლება კოლხეთის სამეფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, სკეპტუხიების, მმართველეები იყვნენ) დაუკრძალათ იმ მაღალმხატვრულ ნიმუშებთან ერთად (ოქროს სამკაულთან, ვერცხლის ჭურჭელთან), რომლებიც განიცდიან აქამედინურ ირანთან სინთეზურ კავშირს და არა ელინისტური კულტურის ისეთ ზეგავლენას, როგორც ძველი ვანი.

საირხის სამარხები ყველაზე ძველია (სამარხები დათარიღებულია ძვ.წ. V-IV სს-ით ) და განსაკუთრებული სამარხი ინვენტარიდან გამომდინარე წარმოადგენას გვიქმნის, როგორც კოლხეთის საზოგადოების მაღალი ფენის მორთვა მოკაზმულობაზე, ისე კოლხური ოქრომჭედლობის ტრადიციაზე, კერძოდ, ვხედავთ, რომ კოლხური ოქროს დამუშავება მრავალფეროვანია და ამასთან ტექნოლოგიურად და მხატვრულადაც უფრო რთულად დამზადების ხასიათს ატარებს.

პირველი სამარხი

რედაქტირება

საბადურის გორაზე აღმოჩნდა პირველი სამარხი 1968 წელს,  სამარხი მიწის ზედაპირიდან 5.6 მ მდებარეობდა და შედგება ორი კამერისგა: ერთი დაფარული იყო სქელი ქვაყრილით, ხოლო მეორე უქვაყრილო კამერა. მისი საერთო ფართობი 20 კვადრატულ მეტრს უდრიდა, დაკრძალული იყო 3 ქალი, ერთი მამაკაცი და ხუთი ცხენი. აკლდამის დაძვრისა თუ მეორეული დამარხვის გამო მხოლოდ შესაძლებელი გახდა ერთი მათგანის დამარხვის წესის აღდგენა, კერძოდ ის იწვა გვერდზე მოკრუნჭკულ პოზაში, თუმცა მისი ძვლები არეული იყო, როგორც პირველი ორის, მას ზემოდან ცხენის ძვლები ეყარა. სამარხის გაწმენდისას თანდათანობით ჩნდებოდა ადგილობრივი და შემოტანილი კერამიკა, ჯავშნის ნაწილები, ძველბერძნული ლეკითოსის (ზეითუნის ზეთის ჭურჭლის) ფრაგმენტები, პალმეტით (მცენარეული ორნამენტით) შემკული შავლაქიანი ანტიკური ჯამი და უბრწყინვალესი ხელოვნებით შესრულებული საიუველირო ნაწარმი, ოქროს საყურეები, სამაჯურები, ვერძისთავიანი ყელსაბამი, მინიქანდაკებები.  პირველ მიცვალებულს გააჩნდა დიადემა და ცვარათი შემკული რკალვარდულიანი, პირამიდესებური საყურეები, ოვალური მავთულით,  ხოლო მეორეს ვერხცლის ორი დიადემა. ყელსაბამი ოქროსა და პასტის მძივებისგან.  აკლდამაში დამარხულ მიცვალებულთა შორის აშკარად შეიმჩნეოდა ქონებრივი დიფერენციაცია, რაც ცხენების მორთულობაშიც ჩანდა, მანიშნებელი იმისა, რომ დიდებულები აქ განისვენებდნენ თავიანთ მონა-მხევლებთან ერთად.

საირხის მეოთხე სამარხი

რედაქტირება

აქ აღმოჩენილ დიადემის ფირფიტებზე, ვანის წარჩინებული კოლხი ქალის N 11 სამარხში აღმოჩენილი ცნობილი დიადემისგან განსხვავებით, მხოლოდ გეომეტრიული ორნამენტია წარმოდგენილი (ეს არის დაბალრელიეფური კონცენტრული წრე, ე.წ ფლანკირებულია თითისტარისებრი ნახევარსფერული ბურცობი,  რომელსაც მარტივი გეომეტრიული სახეები ესაზღვრება გვერდებიდან), ე.ი ოქროზე სხვადასხვა ორნამენტული სახეების მოდელირებით ქმნის კოლხი ერთიან დეკორს, სხვა მხრივ კი მას ანალოგიური ფორმა აქვს. დიადემა არის არის ძირითადი რკალი და დაგრეხილი ფირფიტებით შემდგარი. მას განსაკუთრებული სირთულე და ესთეტიკური სილამაზე ახასიათებს. ეს რკალი თავის ქალის დიამეტრს აჭარბებს და სავარაუდოდ იგი დიდ ვარცხნილობაზე ან თავსაბურავზე გასაკეთებელი იყო. ოვალურად მორკალულ რკალს პირდაპირ ეკვრის  რომბისებური ფირფიტები, რომელიც კავით ერთმანეთს ხვდება და იკვრება. ეს ფორმა კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი ფორმა რომ არის და ადგილზეა დამზადებული ეჭვგარეშეა.

საირხის N 5 სამარხი

რედაქტირება

აქ აღმოჩენილია ოქროს სასაფეთქლე, რომელიც ეროვნული მუზეუმის საგანძურში დაცული. სამაჯარი, რომელსაც გარს აკრავს ჰორიზონტალური სარტყელი პატარა ვერძების ფიგურებით, დამუშავების ტექნიკით მაღალ დონეზე დგას.         

საირხის N13 სამარხი

რედაქტირება

აქ აღმოჩენილია კოლხი წარჩინებულის ოქროს სამკაულის სრული კომპლექტი: საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამი, საბჭდავი-ბეჭედი და საკერებელი ფირფიტები. თითოეული ხასიათდება ფერთა გამის არქონით და მათზე ორნამენტები წარმოდგენილია გადატვირთული სახეების ამოტვიტვფრა-ამოჭვიდვით. კოლხეთი იყო გახსნილი მთელი მსოფლიოსთვის, ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა მოწინავე ქვეყნებთან და ითვალისიწნებდა თანამედროვე ტენდეციებს.

 საყურეები
რედაქტირება

საირხეს ოქროს საყურეები, აღმოჩენილია საბადურის გორაზე და თრიღდება ძვ.წ. V ს. მას  აქვს წვრილი ბურთულებით შემკული ოქროს გრძელი და ვიწრო ფირფიტებისგან შემდგარი ჭვირული ბურთი. მისი სარტყლიდან ჩამოშვებულ წვრილ ჯაჭვებზე ქვემოთკენ წაწვეტებული ოქროს კულონები კიდია. თავად სფეროს ჩამოსაკიდი წარმოადგენს ვიწრო ზოლს, რომელიც ორმაგი ფოთლისებური ორნამენტითაა შემკული.

ყელსაბამი

რედაქტირება

ზოგაგად, საირხის სამკულებში ნაკლებად გვხდება ნახევრადძვირფასი ქვა, რაც პირველი ნიშანი პოლიქრომიულობისა, თუმცა ესეც გამონაკლისებში აღენიშნება, კერძოდ, საბადურის გორაზე აღმოჩენილი ბაჯაღლოანი ოქროს ერთი ყელსაბამი, რომელიც ძოწის თვლებით მოოჭვილი, ცენტრში ზოომურფული ფიგურით. ყელსაბამი თარიღდება ძვ.წ. V საუკუნით ის შედგენილია ვერძის თავიანი გამოსახულებიანი საკიდეებისა და დაღარული მძივებისგან.

ამგვარად, გვაქვს ყველა საფუძველი იმისათვის, რომ ძვ.წ. V-IV სს-ის ახლო აღმოსავლეთის ოქრომჭედლობის ცნობილი ცენტრების (აქემენიდური ირანი, ეგვიპტე, კვიპროსი, ლიდია, არმენია, მიდია, ბაქტრიანა) გვერდით კოლხეთიც დავასახელოთ, მითუმეტეს, რომ, როგორც ცნობილია, კოლხეთში ოქროს მოპოვებასა და დამუშავებაზე ბერძენ-ლათინი მწერლებიც მოგვითხრობენ და მას ოქრომრავალ ქვეყანას უწოდებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯურხა ნადირაძე, "საირხე საქართველოს უძველესი ქალაქი", წიგნი 1,
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II