საბათლო[3] (ყოფ. წითელი საბათლო[4]) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში[1]. თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 210 მეტრზე. დედოფლისწყაროდან დაშორებულია 70 კილომეტრით.

სოფელი
საბათლო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი საბათლო
კოორდინატები 41°19′23″ ჩ. გ. 46°40′03″ ა. გ. / 41.32306° ჩ. გ. 46.66750° ა. გ. / 41.32306; 46.66750
ადრეული სახელები წითელი საბათლო
ცენტრის სიმაღლე 210
მოსახლეობა 391[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 74,7 %
ქართველები 20,5 %
აზერბაიჯანელები 4,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 1608[2]
საბათლო — საქართველო
საბათლო
საბათლო — კახეთის მხარე
საბათლო
საბათლო — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
საბათლო

1918 წელს მუსავატელებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 36 სოფლის სომხური მოსახლეობა აყარეს და ბედის ანაბარა დატოვეს. ლტოლვილ სომეხთა დიდი ნაწილი 1922 წელს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს ჩამოსახლდა. დასახლებას მათ თავიანთი მშობლიური სახელი, საბათლო უწოდეს, ხოლო შემდეგ წითელი საბათლო დაარქვეს.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 391 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[5] 508 264 244
2014[1]   391 196 195

ლიტერატურა

რედაქტირება