როუზ ლესლი

შოტლანდიელი მსახიობი

როუზ ელეანორ არბუტნოტ-ლესლი (ინგლ. Rose Eleanor Arbuthnot-Leslie; დ. 9 თებერვალი 1987, აბერდინი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო),[3] პროფესიულად ცნობილია, როგორც როუზ ლესლიშოტლანდიელი მსახიობი. სერიალ „ახალ ქალაქში“ საუკეთესო სამსახიობო როლის შესრულებისთვის შოტლანდიურ BAFTA-ში გამარჯვების შემდეგ, ლესლი ცნობილი გახდა გვენ დაუსონის როლით სერიალ დაუნტონის სააბატოთი, რომელიც ITV-ის ეთერში გადიოიდა და იგრიტის როლით, HBO-ის ფენტეზის ჟანრის სერიალში „სატახტოთა თამაში“. ამჟამად, ვარსკვლავი განასახიერებს მაია რინდელს CBS All Access-ის იურიდიულ და პოლიტიკურ დრამაში „კარგი ბრძოლა“.

როუზ ლესლი

ლესლი 2013 წელს
მშობლიური სახელი Rose Leslie
დაბადების სახელი როუზ ელეანორ არბუტნოტ-ლესლი
დაბადების თარიღი 9 თებერვალი, 1987 (1987-02-09) (37 წლის)
აბერდინი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო
რეზიდენცია ლონდონი, ინგლისი[1]
ეროვნება შოტლანდიელი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემია (BA)
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2005 წლიდან დღემდე
სიმაღლე 1,68 მ [2]
მეუღლე(ები) კიტ ჰარინგტონი (იქ. 2018)
აგენტი ჰამილტონ ჰოდელი[2]

ადრეული წლები და წინაპრები რედაქტირება

ლესლი დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში, შოტლანდიის ქალაქ აბერდინში.[4] იგი გაიზარდა აბერდინშირში მდებარე ლიკლეჰედის ციხესიმაგრეში, რომელიც XV საუკუნიდან მისი საგვარეულოს ციხესიმაგრე.[5] მამამისი, სებასტიან არბუტნოტ-ლესლი, აბერდინშირის ლესლის კლანის ბელადია. დედამისი, კანდიდა მარი საიბილ „კანდი“ ლესლი (წალიშვილობაში უელდი), ფრაზერების კლანის წარმომადგენელია, რომელიც სიმონ ფრაიზერის დიდი ბებიის შვილიშილია, რომელიც ლოვატის მეცამეტე ლორდი და ჩარლზ II-ის შთამომავალი იყო.[6] ამჟამად, მისი ოჯახი ცხოვრობს XII საუკუნის შოტლანდიის ძველ რაინში მდებარე უართჰილის ციხესიმაგრეში.[7][8][9] მისი პაპის პაპა დონ გილერმო ლანდა-უ-ესკანდონი იყო, რომელიც მეხიკოს მერი იყო,[10] ასევე ის ბრიტანელი ისტორიკოსის, უილიამ დალრიმპლეს ბიძაშვილია.[11] ლესლის წინაპრებს შორისაა ფრანგი ჰუგენოტი ამბროსი ლისლე მარტ ფილიპს დე ლისლე, პოლიტიკოსი ჩარლზ მარტ-ფილიპპსი და დეპუტატი ჯეიმზ გრიმსტონი.

განათლება მიიღო აბერდინშირში მდებარე Rayne North School-ში და შემდეგ მილფრიდის კერძო სკოლაში, სომერსეტში,[12] ხოლო შემდეგ სამი წელი გაატარა ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემიაში.[13]

კარიერა რედაქტირება

ლესლი სწავლობდა ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემიაში და მუშაობდა BBC Radio-ში, სადაც ყვებოდა The British Slave Trade: Abolition, Parliament and People-ს (ბრიტანეთის მონათვაჭრობა: გაუქმება, პარლამენტი და ხალხი). მიიღო BASSC-ის სასცენო ბრძოლის სერთიფიკატი და 2008 წელს წარჩინებით დაამთავრა ხელოვნების ბაკალავრიატის საფეხური.[13]

მისი დებიუტი 21 წლის ასაკში შედგა, სატელევიზიო ფილმში „ახალი ქალაქი“ (2009), რომლისთვის მიიღო შოტლანდიური BAFTA „საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის“ — ახალი ტალანტის ჯილდო.[15][16]

2010 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ლესლიმ ითამაშა ნილ ლეიშონის პიესა „ბედლამში“, რომელიც გლობუსის თეატრში გაიმართა.[17] ბედლამის სამეფო საავადმყოფოზე დაფუძნებული, ლუნის რეფორმის ეპოქაში ყველაზე ცუდი ექსცესების დროს, ლესლი ასახავდა მაის, ლამაზ გოგონას სოფლიდან, რომელიც დაკარგული სიყვარულის გამო შეშლილი გახდა.[18][19] The Daily Telegraph-ის ჟურნალისტმა, ჩარლზ სპენსერმა შეაქო ლესლის გამოსვლა და განაცხადა, რომ „ლესლიმ ჭეშმარიტად ასახა თავისი მტკივნეული გმირი“.[20] მის კარიერაში გარმღვევი როლი გახდა, ITV-ის სატელევიზიო დრამის, „დაუნტონის სააბატოს“ პირველ სერიაში (2010-11) გვენ დაუსონის, მოახლის როლი.[21] 2011 წელს, „დაუნტონის სააბატოს“ პარალელურად, ლესლი გამოჩნდა ბრიტანული დრამის, „წარსულის დანაშაულების“ (ინგლ. Case Histories) ორი ეპიზოდში.[22][23]

 
ლესლი 2013 წელს San Diego Comic-Con-ზე, სერიალ „სატახტოთა თამაშის“ პანელზე

2012 წელს, ლესლიმ მონაწილეობა მიიღო HBO-ს ფენტეზის ჟანრის პოპულარულ სერიალში „სატახტოთა თამაში“.[24] მისი როლისთვის, როგორც ველური იგრიტის, სერიალის მეორე, მესამე და მეოთხე სეზონებში, ლესლი დიდი მოწონება დაიმსახურა. The A.V. Club-დან როან კაიზერმა განაცხადა: „როგორც იგრიტი [როუზი], ის არის სახიფათო და კეკლუცი, და ეს არის მხიარული სანახაობა.“[25] დევიდ კროუმ განაცხადა: „რთული ხასიათის [...] როუზ ლესლი შთანთქავს ეკრანს“.[26] 2013 წელს, Vox.com-იდან ტოდ ვანდერუერფი (The A.V. Club-ის ქვეშ) განიხილა სერიალის „აღმართის“ ეპიზოდი: „(წიგნებში) იგრიტი ნიშნავს დასრულებას... (მაგრამ) ეკრანზე, როუზ ლესლის შესრულებით, ის კიდევ უფრო მეტი ხდება“,[27] ხოლო The Atlantic-იდან კრისტოფერ ორმა შეაჯამა მისი როლი 2014 წლის ეპიზოდში „კედლის აბგური“ და დაასკვნა: „როუზ ლესლი სერიალში ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანი იყო, რომლებმაც ნამდვილად აამაღლეს მათი გმირები, ვიდრე ისინი წიგნებში იყვნენ“.[28]

სერიალ „სატახტოთა თამაშის“ პარალელურად, ლესლი გამოჩნდა 2012 წლის დრამატულ ფილმში „ახლა კარგია“, დაკოტა ფენინგთან ერთად,[29] ასევე ITV-ის დეტექტიურ სატელევიზიო სერიალში „ვერა“,[30] Channel 4-ის დრამაში უტოპია[31] და BBC One-ის კომედიურ სერიალში „ბლანდინგსი“.[32]

2014 წლის ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით, იგი თამაშობდა ოთხნაწილიან მინი-სერიალში „დიდი ხანძარი“.[33] შემდეგ, ლესლიმ ითამაშა საშინელებათა ფილმში თაფლობის თვე, ჰარი ტრედევეისთან ერთად.[34] მონაწილეობა მიიღო DS ემა ლაინის როლით BBC-ის დეტექტიურ დრამაში ლიუტერი, იდრის ელბასთან ერთად და მიიღო დადებითი შეფასება.[35] 2015 წელს ითამაშა სათავგადასავლო ფილმში „უკანასკნელი ჯადოქრებზე მონადირე“, ვინ დიზელთან და ელაიჯა ვუდთან ერთად.[36][37] 2016 წელს, მან განასახიერა ათენის როლი ფილმში „წებოვანი შენიშვნები“, რეი ლიოტასთან ერთად.[38]

2016 წლიდან, ლესლი თამაშობს CBS All Access-ის იურიდიულ და პოლიტიკურ დრამაში „კარგი ბრძოლა“, რომელიც სერიალ „კარგი ცოლის“ გაგრძელებაა. იგი განასახიერებს მაია რინდელს, რომელიც ახლახან გახდა ადვოკატი და რომლის ოჯახი გარეულია ფინანსურ თაღლითობაში, რაც მის რეპუტაციას ანადგურებს. სერიალის პირველი ეპიზოდი ეთერში 2017 წლის თებერვალში გავიდა.[39]

2017 წელს, ლესლიმ გაახმოვანა ქალი გმირი „ენი“ ვიდეო თამაშში Echo, რომელიც შემუშავებულია დანიური კომპანია Ultra Ultra-ს მიერ.[40]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ლესლი თავისუფლად ფლობს ფრანგულს და ცხოვრობდა საფრანგეთში სამი წლის განმავლობაში. მსახიობად მუშაობის დროს ცხოვრობდა ბატერსში, ლონდონში, სანამ არ გადავიდა საცხოვრებლად ჩრდილოეთ ლონდონში.[41] იგი ხშირად აცხადებს, რომ ენატრება თავისი მშობლიური ქალაქი: „აბერდინი [...] ქალაქგარეთაა, გარშემორტყმული ხეებით და ბუნებით. [...] მე ძალიან ვგრძნობ თავს მშვიდად შოტლანდიაში“.[41]

2012 წელს, ლესლიმ ურთიერთობა დაიწყო სერიალ სატახტოთა თამაშის ერთ-ერთ ვარსკვლავთან, კიტ ჰარინგტონთან. წყვილმა, თავიანთი ნიშნობის შესახებ 2017 წელს სექტემბერში, „The Times“-ის მეშვეობით გამოაცხადეს.[42][43][44][45] 2018 წლის 23 ივნისს კი დაქორწინდნენ.[46]

პოლიტიკა და სხვა ინტერესები რედაქტირება

2014 წლის შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს, როუზ ლესლიმ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას.[47] 2015 წლის გაერთიანებული სამეფოს საყოველთაო არჩევნების დროს, ლესლი კონსერვატორებთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა თავის მშობლიურ გორდონის ოლქში, აბერდინშირში.[48] მამამისი, სებასტიან ლესლი, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, აირჩიეს კონსერვატორების მრჩევლად აბერდინშირის საბჭოში, გარიოხის ოლქიდან.[49]

იგი სირბილის მოყვარულია და დაკავებულია კლდეზე ცოცვით, მზარეულობით,[50] თხილამურებზე სრიალით, მშვილდოსნობითა და ჩოგბურთით.[13]

ფილმოგრაფია რედაქტირება

ფილმები რედაქტირება

წელი ფილმი როლი რეჟისორი შენიშვნა სქ.
2012 ახლა კარგია ფიონა ოლ პარკერი [29]
2014 თაფლობის თვე ბია ლი ჯანიაკი [34]
2015 უკანასკნელი ჯადოქრებზე მონადირე ხლოე ბრიკ აისნერი [36]
2016 უკანასკნელი ცეკვა ათენა ამანდა შარფი აშშ-ში სახელი: წებოვანი შენიშვნები [38]
მორგანი ექიმი ემი მენსერი ლიუკ სკოტი [51]

სერიალები რედაქტირება

წელი სერიალი როლი არხი შენიშვნა სქ.
2008 მარცხი უცხოეთში კიმი Channel 5 ეპიზოდი: „ლიმა“ [52]
2009 ახალი ქალაქი რიანა BBC სატელევიზიო ფილმი [15]
2010, 2015 დაუნტონის სააბატო გვენ დაუსონი ITV 8 ეპიზოდი [22]
2011 წარსულის დანაშაულები ლაურა ვაირი BBC 2 ეპიზოდი [22]
2012 ვერა ლენა ჰოლგეიტი ITV ეპიზოდი: „მოჩვენების პოზიცია“ [30]
2012–2014 სატახტოთა თამაში იგრიტი HBO 17 ეპიზოდი [24]
2014 Blandings ნიაგრა დონალდსონი BBC One ეპიზოდი: „გოგრის მეურვეობა“ [32]
2014 უტოპია ახალგაზრდა მილნერი Channel 4 ეპიზოდი #2.1 [31]
2014 დიდი ხანძარი სარა ფარინერი ITV 4 ეპიზოდი [33]
2015 ლიუტერი ემა ლანი BBC One 2 ეპიზოდი [35]
2017–დღემდე კარგი ბრძოლა მაია რინდელი CBS All Access მთავარი როლი [39]

სპექტაკლები რედაქტირება

წელი სპექტაკლი ადგილი / თეატრი რეჟისორი სქ.
2005–2015
შერეული ჩრდილოეთი ტური
უილტონის მუსიკის ცენტრი
ოქტაგონის თეატრი
მაქს სტაფორდი-კლარკი
[13]
რომეო და ჯულიეტა სიყვარულისა და სიგიჟის კომპანია ჯონ ლინკი
Can-Can LAMDA ანა დურჰამი
პერიკლი როდნი კოტიერი
მეცნიერი ქალები ჯენი ლიპმანი
კავკასიური ცარცის წრე ტური
Out of Joint Theatre Company
მაკოენის თეატრი
ჯონ ბაქსტერი
ბარიერების რღვევა ბარნლიში Out of Joint Theatre Company რობინ სოანსი & კლარკი
ძია ვანია LAMDA კოლინ კუკი
ანტიგონა მარკ ბელი
ბავშვთა მონოლოგები სამეფო სასამართლო თეატრი დენი ბოილი
ბედლამი გლობუსი ნილ ლეიშონი

ჯილდოები და ნომინაციები რედაქტირება

წელი ჯილდო კატეგორია ფილმი/სერიალი შედეგი სქ.
2009 ბრიტანეთის აკადემია შოტლანდიის ახალი ნიჭიერის ჯილდოები საუკეთესო სამსახიობო შემსრულებელი ახალი ქალაქი მოგებული [15]
2013 კინომსახიობთა გილდიის ჯილდო დრამის სერიალში საუკეთესო სამსახიობო შედგენილობა
(გუნდთან ერთად)
სატახტოთა თამაში ნომინირებული [53]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Game of Thrones Stars in London. The Resident (27 February 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 6 January 2016
  2. 2.0 2.1 Rose Leslie – Hamilton Hodell – CV. ციტირების თარიღი: 17 February 2016
  3. Rose Leslie. TVGuide.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 September 2015. ციტირების თარიღი: 4 April 2016.
  4. Downton Abbey web-site. Downtonabbey.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 17 May 2012.
  5. McDonald, Toby. (12 October 2011) Downton Abbey maid Rose Leslie grew up a Scottish castle Lady. Daily Record. ციტირების თარიღი: 11 December 2012.
  6. Smith, Emma. Aberdeenshire castle where Game of Thrones star Rose Leslie was born is put on the market for £1.3 million. ციტირების თარიღი: 2016-02-20
  7. Leslie, Sebastian. Warthill Castle. About Scotland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 11 December 2012.
  8. Clan Leslie, Aberdeenshire Council. Aberdeenshire Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 11 December 2012.
  9. Obituary Jillian Ada Burcher. Newsletter of Clan Leslie Society of Australia and New Zealand, CLANZ (December 2009). ციტირების თარიღი: 11 December 2012.
  10. Obituary for Mary Luz Arbuthnot-Leslie
  11. Atwood, Margaret. (22 March 2015) Margaret Atwood on Game of Thrones: ‘Real people, every murderous one’. The Guardian. ციტირების თარიღი: 8 January 2017.
  12. Old Millfieldian Society. Omsociety.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 17 May 2012.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Rose Leslie. London Academy of Music and Dramatic Art (17 July 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 July 2011. ციტირების თარიღი: 13 August 2015.
  14. ფილუმინა მარტ ფილიპსი ჩარლზ II-ის მეოთხე თაობის შვილიშვილია.
  15. 15.0 15.1 15.2 New Talent Awards in 2009. The BAFTA site: Scotland. British Academy of Film and Television Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-19. ციტირების თარიღი: 2018-01-11.
  16. Awards and Nominations. LAMDA. The London Academy of Music and Dramatic Art. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-29. ციტირების თარიღი: 2018-01-11.
  17. Review of Nell Leyshon's Bedlam at the Shakespeare Globe Theatre in London 2010. ციტირების თარიღი: 15 February 2016
  18. Rose Leslie CV. Hamilton Hodell. ციტირების თარიღი: 7 December 2011.
  19. "Charliebrown". (20 July 2010) Downton Abbey – Rose Leslie. Enchanted Serenity of Period Films. Blogger.com.
  20. Bedlam, Globe Theatre, review. ციტირების თარიღი: 15 February 2016
  21. Downton Abbey web-site. Downtonabbey.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 17 May 2012.
  22. 22.0 22.1 22.2 Case Histories, Series 1, Case Histories – Part 1. BBC. ციტირების თარიღი: 14 July 2015.
  23. Cast and Credits. PBS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 14 July 2015.
  24. 24.0 24.1 Rose Leslie: ‘It was hard to say goodbye to Ygritte’. The Guardian (11 January 2015). ციტირების თარიღი: 14 July 2015.
  25. Kaiser, Rowan. GAME OF THRONES RECAP 6: THE OLD GODS AND THE NEW. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2018.
  26. Game of Thrones: The Watchers On The Wall Review. ციტირების თარიღი: 20 February 2016
  27. Game of Thrones (experts): "The Climb" (for experts). ციტირების თარიღი: 20 February 2016
  28. Sullivan, Spencer Kornhaber, Christopher Orr, and Amy. The One Disappointing Thing About That Huge Game of Thrones Battle en-US. ციტირების თარიღი: 15 February 2016
  29. 29.0 29.1 Now Is Good (2012) – Cast, Crew & Credits. Moviefone. ციტირების თარიღი: 14 July 2015.
  30. 30.0 30.1 'Vera,' Episode 5: 'The Ghost Position'. KCET. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 14 July 2015.
  31. 31.0 31.1 Jeffery, Morgan. (16 October 2013) 'Game of Thrones' star Rose Leslie joins 'Utopia' series 2. Digital Spy. ციტირების თარიღი: 1 December 2013.
  32. 32.0 32.1 Blandings, Series 2, Custody of the Pumpkin. BBC. ციტირების თარიღი: 14 July 2015.
  33. 33.0 33.1 ITV casting announcement of The Great Fire. ITV Press Centre (4 March 2014). ციტირების თარიღი: 24 March 2014.
  34. 34.0 34.1 Rose Leslie's 'Honeymoon' turns horrible in new clip. Entertainment Weekly (12 September 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 14 July 2015.
  35. 35.0 35.1 Luther series 4 episode 2 review. ციტირების თარიღი: 15 February 2016
  36. 36.0 36.1 Vin Diesel's Bushy 'The Last Witch Hunter' Beard. Bloody Disgusting (4 March 2014). ციტირების თარიღი: 24 March 2014.
  37. Mr. Disgusting. (6 August 2015) New 'The Last Witch Hunter' Trailer Pits Vin Diesel in the Middle of a Witch War!. Bloody Disgusting. ციტირების თარიღი: 13 August 2015
  38. 38.0 38.1 Lesnick, Silas. (4 June 2014) Sticky Notes Adds Rose Leslie, Justin Bartha and Gina Rodriguez. ComingSoon.net. ციტირების თარიღი: 13 August 2015
  39. 39.0 39.1 Andreeva, Nellie. (October 12, 2016) ‘The Good Wife’: Rose Leslie Cast In Spinoff Series For CBS All Access. Deadline.com. ციტირების თარიღი: October 12, 2016.
  40. New Echo Trailer From Ultra Ultra Finally Reveals Voice Actor. ციტირების თარიღი: 2017-09-24
  41. 41.0 41.1 Interview: Rose Leslie, from Wildling warrior to London detective. The Scotsman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-26. ციტირების თარიღი: 2016-02-15
  42. 'Game of Thrones' Co-Stars Kit Harington and Rose Leslie Make Red Carpet Debut as a Couple. ციტირების თარიღი: 2016-05-11
  43. Game of Thrones' Kit Harington and Rose Leslie Share Serious PDA During L.A. Shopping Trip. ციტირების თარიღი: 2016-05-11
  44. Game of Thrones stars Kit Harington and Rose Leslie to wed. BBC (27 September 2017). ციტირების თარიღი: 27 September 2017.
  45. Low, Valentine (2017-09-27). „Game of Thrones stars Kit Harington and Rose Leslie to marry“. The Times. ISSN 0140-0460. ციტირების თარიღი: 2017-09-30.
  46. Game of Thrones stars hold castle wedding (23 June 2018).
  47. Scottish Game Of Thrones actress backs Union. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 26 August 2016.
  48. Game of Thrones star joins the Tory campaign trail in north-east. ციტირების თარიღი: 26 August 2016.
  49. Game of Thrones star Rose Leslie’s father elected as councillor. ციტირების თარიღი: 2 June 2017.
  50. DATE WITH KATE: ROSE LESLIE. Kate Waterhouse. ციტირების თარიღი: 2016-02-16
  51. Getell, Oliver. (May 24, 2016) First look at Kate Mara in Luke Scott's sci-fi thriller Morgan. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: October 12, 2016.
  52. Rose Leslie Body Measurements Bra Size Height Weight Shoe Vital Statistics. Celebrityinside. ციტირების თარიღი: October 12, 2016.
  53. „SAG Awards Nominations: '12 Years A Slave' and 'Breaking Bad' Lead Way“. Deadline.com. 11 December 2013. ციტირების თარიღი: 11 December 2013.