დაუნტონის სააბატო
დაუნტონის სააბატო (ინგლ. Downton Abbey) — ბრიტანული სატელევიზიო დრამატული სერიალი შექმნილი ბრიტანული მედია კომპანიის "Carnival Films" მიერ სატელევიზიო ქსელისთვის "ITV". სერიალი გადაღებულია ჩრდილოეთ იორკშირის გამოგონილ დაუნტონის სააბატოში. სერიალი მსახიობი და მწერალი ჯულიან ფელოუსის შექმნილი და დაწერილია. მისი პრემიერა ბრიტანეთში 2010 წლის 26 სექტემბერს შედგა.
მაყურებელთა რეიტინგი ამ ე. წ. ჟანრული სანახაობისთვის ძალიან მაღალი იყო. რის შედეგადაც დადგმის პირველი სეზონი რამდენიმე ჯილდოს ლაურეატი გახდა. მეორე სეზონის გამოსვლისთვის სერიალი 1981 წლიდან ყველაზე წარმატებული ბრიტანული კოსტიუმირებული ისტორიული დრამა გახდა, ხოლო 2011 წელს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც წლის "კრიტიკოსთა მიერ ყველაზე დამსახურებული ინგლისურენოვანი სატალევიზიო დადგმა".[1] მეორე სეზონი 2011 წლის შემოდგომაზე გავიდა ეთერში. 2011 წლის 3 ნოემბერს ITV-მ დაადასტურა, რომ დადგმის მესამე სეზონი სატელევიზიო ეთერში 2012 წლის სექტემბერში გავიდოდა.[2]
ფილმში ზედმიწევნით არის აღწერილი XX საუკუნის დამდეგის ინგლისის ატმოსფერო, როგორც პერსონაჟთა ხასიათით, ისე საკადრო ანტურაჟით, და ეხება ისეთ მომენტებს, როგორიცაა ტექნიკური პროგრესი (ელექტროენერგიის, ტელეფონის, ავტომანქანების შემოსვლა), ქალთა ემანსიპაცია, პირველი მსოფლიო ომი, ესპანური გრიპის ეპიდემია და მრავალი სხვა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Guinness Book of Records: Downton Abbey is most critically acclaimed show on television ტელეგრაფი, 15 სექტემბერი 2011
- ↑ Downton Abbey: ITV confirms third series გარდიანი, 3 ნოემბერი 2011