ვინ დიზელი
ვინ დიზელი (ინგლ. Vin Diesel), ნამდვილი სახელი მარკ სინკლერი[2] (ინგლ. Mark Sinclair; დ. 18 ივლისი, 1967) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი კინოინდუსტრიაში. ცნობილია ფორსაჟის“ ფრენჩაიზში შესრულებული დომინიკ ტორეტოს როლით.
ვინ დიზელი | |
---|---|
დიზელი San Diego Comic Con 2013-ზე | |
მშობლიური სახელი | Vin Diesel |
დაბადების სახელი | მარკ სინკლერი |
დაბადების თარიღი |
18 ივლისი, 1967[1] ალამიდა, კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1990–დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | პალომა ხიმენესი (2007–დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 3 |
კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. კინოში პირველად გამოჩნდა ეპიზოდური როლით 1990 წლის ფილმში „გამოღვიძება“. 1995 წელს გადაიღო ნახევრად ავტობიოგრაფიული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „Multi-Facial“, რომლის მთავარი როლის შემსრულებელი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მუსიკის ავტორი თავად არის. 1998 წელს მონაწილეობდა სტივენ სპილბერგის ფილმში „რიგითი რაიანის გადასარჩენად“. 1999 წელს გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი სამეცნიერო ფანტასტიკურ ანიმაციურ ფილმში „რკინის გიგანტი“.[3]
საყოველთაო აღიარება მოუტანა კინოსერიებმა: „ფორსაჟი“, „XXX“ და „რიდიკის ქრონიკები.
დიზელი ახმოვანებს პერსონაჟ გრუტს გალაქტიკის მცველების პირველ (2014) და მეორე (2017) ნაწილებში.[4][5] მოქმედებითი ფილმების გარდა, წარმატებით მონაწილეობდა სხვადასხვა ჟანრის ფილმებში, მათ შორის კომედიაში „მელოტი ძიძა“ (2005). კრიტიკოსების შექება დაიმსახურა ჯეკი დინორციოს როლისთვის ფილმში „მაღიარეთ დამნაშავედ“.[6] 2020 წელს განასახიერა კომიქსების სუპერ გმირის „ბლადშოტის“ როლი ამავე სახელწოდების ფილმში. მან, აგრეთვე მონაწილეობა უნდა მიიღოს ჯეიმზ კამერონის ავატარის“ გაგრძელებაში.[7]
1995 წელს დააარსა კინომწარმოებელი კომპანია One Race Films, რომლის ფილმთა უმეტესობა დიზელის მიერაა პროდიუსირებული. იგი აგრეთვე არის ხმის ჩამწერი სტუდია Racetrack Records-ის დამაარსებელი.
მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის — ორი MTV Movie Award, ერთი Teen Choice Award და ორი People's Choice Awards.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1990 | ფ | გამოღვიძება | Awakenings | სანიტარი |
1995 | ფ | — | Multi-Facial | მაიკი |
1997 | ფ | უსახლკაროები | Strays | რიკი |
1998 | ფ | რიგითი რაიანის გადასარჩენად | Saving Private Ryan | რიგითი ადრიანი |
1999 | ანფ | რკინის გიგანტი | The Iron Giant | რკინის გიგანტი |
2000 | ფ | საქვაბე | Boiler Room | კრის ვარიკი |
2000 | ფ | უკუნი სიბნელე | Pitch Black | რიჩარდ რიდიკი |
2001 | ფ | ფორსაჟი | The Fast and the Furious | |
2002 | ფ | სამი იქსი | XXX | ქსანდერ კეიჯი |
2003 | ფ | მარტოხელა | A Man Apart | შონ ვეტერი |
2004 | ანფ | რიდიკის ქრონიკები | The Chronicles of Riddick | რიჩარდ რიდიკი |
2004 | ფ | რიდიკის ქრონიკები: ბნელი მრისხანება | The Chronicles of Riddick: Dark Fury | რიჩარდ რიდიკი |
2005 | ფ | მელოტი ძიძა | The Pacifier | ლეიტენანტი შეინ ვოლფი |
2006 | ფ | მაღიარეთ დამნაშავედ | Find Me Guilty | ჯეკი დინორციო |
2006 | ფ | ფორსაჟი: ტოკიო დრიფტი | The Fast and the Furious: Tokyo Drift | დომინიკ ტორეტო |
2008 | ფ | ბაბილონი | Babylon A.D. | ჰიუგო კორნელიუსი |
2009 | ფ | ფორსაჟი 4 | Fast & Furious | დომინიკ ტორეტო |
2011 | ფ | ფორსაჟი 5 | Fast Five | დომინიკ ტორეტო |
2013 | ფ | ფორსაჟი 6 | Fast & Furious 6 | დომინიკ ტორეტო |
2013 | ფ | რიდიკი | Riddick | რიჩარდ რიდიკი |
2014 | ფ | გალაქტიკის მცველები | Guardians of the Galaxy | გრუტი |
2015 | ფ | ფორსაჟი 7 | Furious 7 | დომინიკ ტორეტო |
2015 | ფ | უკანასკნელი ჯადოქრებზე მონადირე | The Last Witch Hunter | კოლდერი |
2016 | ფ | მილის გრძელი გასეირნება ნახევარტაიმებს შორის | Billy Lynn's Long Halftime Walk | ბილი ლინი |
2017 | ფ | სამი იქსი: ქსანდერ კეიჯის დაბრუნება | XXX: Return of Xander Cage | ქსანდერ კეიჯი |
2017 | ფ | ფორსაჟი 8 | The Fate of the Furious | დომინიკ ტორეტო |
2017 | ფ | გალაქტიკის მცველები: ნაწილი 2 | Guardians of the Galaxy Vol. 2 | გრუტი |
2018 | ფ | შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი | Avengers: Infinity War | გრუტი |
2018 | ფ | რალფმა ინტერნეტი გააფუჭა | Ralph Breaks the Internet | გრუტი |
2019 | ფ | შურისმაძიებლები: დასასრული | Avengers: Endgame | გრუტი |
2020 | ფ | ბლადშოტი | Bloodshot | რეი გარისონი/ბლადშოტი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვინ დიზელი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ვინ დიზელი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ვინ დიზელი — Rotten Tomatoes
- ვინ დიზელი საიტზე Curlie
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Famous birthdays for July 18: Vin Diesel, Kristen Bell“. United Press International. 18 ივლისი, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი, 2019. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2019. ციტატა: „Actor Vin Diesel in 1967 (age 52)“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ „Diesel breaks silence over Walker“. Press Association via The Press (Christchurch, New Zealand). 3 დეკემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი, 2014. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ The Iron Giant (1999), https://www.imdb.com/title/tt0129167/fullcredits. წაკითხვის თარიღი: 2018-01-09
- ↑ Truitt, Brian (December 21, 2013). „He is Groot: Diesel to star in 'Guardians of the Galaxy'“. USA Today.
- ↑ Marvel Studios Begins Production on Marvel's 'Guardians of the Galaxy Vol. 2'. Marvel.com (17 თებერვალი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი, 2016. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2016.
- ↑ Find Me Guilty – Moviehole. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 12, 2018. ციტირების თარიღი: October 7, 2017.
- ↑ Vin Diesel will star in James Cameron’s long awaited Avatar sequels en (2019-04-05). ციტირების თარიღი: 2020-04-07.