მთავარი მენიუს გახსნა

იდრისა აკუნა ელბა, უფრო მეტად ცნობილი როგორც იდრის ელბა (/ˈɪdrs ˈɛlbə/, დ. 6 სექტემბერი, 1972)[2]ინგლისელი მსახიობი, პროდიუსერი, მუსიკოსი და DJ.[3][4] ყველაზე მეტად ცნობილია HBO-ს სერიალში „მოსმენა“ ნაკროტრაფიკოს სტრინგერ ბელის,[5] BBC One-ის სერიალში „ლუთერი“ ჯონ ლუთერის და ბიოგრაფიულ ფილმში „მანდელა: გრძელი გზა თავისუფლებისკენ“ ნელსონ მანდელას როლებით. წარსულში ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში და მიიღო ერთი ჯილდო, ხოლო ემიზე ნომინირებული იყო ხუთჯერ.[6][7]

იდრის ელბა
Idris Elba 2014.jpg
დაბ. სახელი იდრისა აკუნა ელბა
დაბ. თარიღი 6 სექტემბერი, 1972 (1972-09-06) (47 წლის)
ჰოკნი, ლონდონი, ინგლისი
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი
ლონდონი, ინგლისი
სხვა სახელები Big Driis
DJ Big Driis
Big Driis the Londoner
7 Dub[1]
საქმიანობა მსახიობი, მუსიკოსი, კინოპროდიუსერი, DJ, რეპერი
აქტიური 1994–დღემდე
შვილ(ებ)ი 2

ელბა აგრეთვე მონაწილეობს ფილმებში „ამერიკელი განგსტერი“ (2010), „მძარცველები“ (2010), „თორი“ (2011), „პრომეთე“ (2012), „წყნარი ოკეანის ტიტანები“ (2013), „თორი: ბნელი სამყარო“ (2013) და „მხეცები არსაიდან“ (2015) – უკანასკნელისთვის კი ნომინირებული იყო BAFTA-ზე და ოქროს გლობუსზე საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში. 2016 წელს გაახმოვანა შეფი ბოგო ფილმში „ზოოტოპია“, შერ ხანი „ჯუნგლების წიგნში“, ფლუკი ანიმაციურ ფილმში „დორის ძიებაში“ და შეასრულა კროლის როლი ფილმში „ვარსკვლავური გზა: უსასრულობა“. 2017 წელს გამოჩნდა როლანდ დისკეინის როლში ფილმში „ბნელი კოშკი“. როგორც რეჟისორი, იმუშავებს ვიქტორ ჰედლის 1992 წლის რომანის „იარდი“ ეკრანიზაციაზე.[8]

გარდა სამსახიობო საქმიანობის, ელბა აგრეთვე ცნობილია, როგორც DJ ფსევდონიმით DJ Big Driis (იგივე Big Driis the Londoner) და ჰიპ-ჰოპის და სოულის ჟანრების მუსიკოსი.[9] 2016 წელს იგივე მოხვდა „Time“-ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ასეულში.[10]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Yuan, Jada. “Idris Elba on Prometheus, Learning to Box, and His Party House“, 8 June 2012. წაკითხვის თარიღი: 14 October 2013. 
  2. ოდლი, ესთერ. “He often has fewer lines than anyone else but you still feel as though he has the bigger part, because he is luminous“, The Guardian, 20 March 2008. წაკითხვის თარიღი: 23 August 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 December 2016. 
  3. "Idris Elba Interview: The Hustler". Esquire. Retrieved 18 April 2016
  4. Lisa Respers France, "Idris Elba 'too street' to play James Bond, writer says", CNN, 2 September 2015.
  5. The Wire Cast and Crew: Idris Elba, Russell "Stringer" Bell. HBO.com. წაკითხვის თარიღი: 11 April 2009.
  6. Lowry, Brian (10 July 2014). "Emmy Nominations 2014 — Full List: 66th Primetime Emmys Nominees". Variety. http://variety.com/2014/tv/news/emmy-nominations-2014-list-emmys-nominees-1201260236/. წაკითხვის თარიღი: 28 January 2015.
  7. Wire actor Elba joins BBC drama“, BBC News, 4 September 2009. წაკითხვის თარიღი: 7 September 2009. 
  8. Cabin, Chris. “Idris Elba Set to Make Directorial Debut With ‘Yardie“, Collider.com, 5 July 2016. წაკითხვის თარიღი: 5 July 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 July 2016. 
  9. Canada, Danielle. (13 September 2011) Idris Elba (Driis) Releases New Music Video "Secret Garden". hiphopwired.com.
  10. Idris Elba by David Simon: TIME 100“, TIME.com. წაკითხვის თარიღი: 27 April 2016.