რომაული პერიოდი ბოსნია-ჰერცეგოვინის ისტორიაში

რომაული პერიოდი ბოსნია - ჰერცეგოვინის ისტორიაშირომის იმპერიის მმართველობის ხანა თანამედროვე ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე. რომაელთა მმართველობა დაიწყო მთელი რიგი სისხლიანი ომების შემდეგ; თავდაპირველად თანამედროვე ბოსნია - ჰერცეგოვინის ტერიტორია ილირიის პროვინციის ნაწილი იყო.[1]

უძველესი დასახლებებისა და გზების რუკა ბოსნია- ჰერცეგოვინაში

რეგიონი  მინერალების, მათ შორის, ვერცხლის, სპილენძის, რკინის და ტყვიის მდიდარი წყარო გახდა  მთელი იმპერიისთვის. ტერიტორიის განვითარებისა და სამთო მრეწველობის განვითარების დაჩქარების მიზნით რომაელებმა პროვინციაში ააშენეს არაერთი დასახლება, გზა და სამხედრო ბანაკი. ბოსნიაში რომაელთა მმართველობასთან ერთად ხდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის რომანიზაცია: მკვიდრმა ხალხებმა დაიწყეს ლათინური ენისა და ანბანის გამოყენება, მიიღეს რომაელთა რელიგია. ტერიტორიაზე დასახლდნენ  ემიგრანტები  რომის იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან — ძირითადად იტალიიდან.[2]

ისტორია რედაქტირება

 
ბოსანსკი ნოვიში ნაპოვნი რომაული მინა, II საუკუნე.

ძველი რომაელების მოსვლამდე ბალკანეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ილირიული ტომები ცხოვრობდნენ. მათგან დღევანდელი ბოსნია და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე — ლიბურნიელები, იაპოდები (იაპიდები), სკორდისკები. ძვ.წ IV საუკუნეში ბოსნიაში შეიჭრნენ კელტები. მოხდა მათი ასიმილაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან.. მხოლოდ ძვ.წ. III საუკუნეში ილირიელებმა მოახერხეს საკმაოდ ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. თუმცა, რომის იმპერიასთან მეზობლობამ გამოიწვია მისი დაცემა სისხლიანი ომების სერიის შემდეგ.

თანამედროვე ბოსნია და ჰერცეგოვინის ტერიტორია რომის იმპერიაში შედიოდა ილირიის პროვინციის შემადგენლობაში, რომელიც, თავის მხრივ, იყოფოდა დალმაციად (ბოსნია და ჰერცეგოვინის მთიანი და სამხრეთ ნაწილი) და პანონიად (ჩრდილოეთ ბოსნია). 6-9 წლის დასაწყისში რომაელებს მიეცათ რეგიონის მუდმივი მართვის შესაძლებლობა: ამ პერიოდში დაიწყო ილირიის მოსახლეობის რომანიზაციის პროცესი, შეიქმნა უფრო განვითარებული ეკონომიკა, ვაჭრობა. ადგილობრივი მოსახლეობა იმ დროს ძირითადად სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული: მეცხოველეობით, ნადირობით და მარცვლეულის მოყვანით. რომაელებმა ააშენეს ფერმები, ქალაქგარეთ ვილები, თერმები (აბანოები) და ტაძრები.[3]

რომის პროვინცია დალმაცია რედაქტირება

ტერიტორია, რომელიც დღეს ბოსნია და ჰერცეგოვინას ეკუთვნის, რომის პერიოდში, უმეტესწილად, დალმაციის პროვინციას ეკუთვნოდა. რეგიონმა სახელწოდება მიიღო ყველაზე ცნობილი ადგილობრივი ტომის "დალმატას" მიხედვით. დალმაციის საზღვრები გადიოდა მდინარე მატის გასწვრივ (ალბანეთი) რასას შესართავამდე ისტრიაში . მოგვიანებით იმპერატორმა დიოკლეტიანემ რამდენადმე შეცვალა რეგიონის საზღვრები.

რეგიონის მთავარი ქალაქი იყო უძველესი ქალაქი სალონა — აქ ყველა გზა იკვეთებოდა. მას შემდეგ, რაც იმპერია დაიყო დასავლეთ და აღმოსავლეთ რომის იმპერიად, ხსენებული რეგიონი მათ შორის საზღვრის ფუნქციას ასრულებდა.[4]

რომის პროვინცია პანონია რედაქტირება

პანონიის პროვინცია სამხრეთით ესაზღვრებოდა დალმაციას, დასავლეთით ისტრიას და ნორიკუმს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — მეზიას.

მას შემდეგ, რაც 166 წელს გერმანულმა ტომებმა გაანადგურეს პანონია, გაჩნდა იმპერიის დაცემის ნიშნები. სამოქალაქო ომებისა და ეკონომიკური არასტაბილურობის საპასუხოდ იმპერატორმა დიოკლეტიანემ გადაწყვიტა ქვეყანაში ეკონომიკური და ადმინისტრაციული რეფორმების გატარება . მის მიერ დაწყებული რეფორმები განაგრძო კონსტანტინე დიდმა .

ეკონომიკა რედაქტირება

რომაელებმა სწრაფად აღმოაჩინეს, რომ ბოსნია მდიდარი იყო მინერალების საბადოებით. განსაკუთრებით ვერცხლით, სპილენძით, რკინით და ტყვიით. გაჩნდა ვერცხლის მსხვილი მაღაროები ( სრებრენიცა ), სპილენძს მოიპოვებდნენ კუპრესში, რკინას მოიპოვებდნენ ვარესეში, მარილს — ტუზლაში. ტერიტორიის განვითარებისა და სამთო მრეწველობის განვითარების დაჩქარების მიზნით რომაელებმა ააშენეს მთელი რიგი დასახლებები, გზები და სამხედრო ბანაკები. ამ საინჟინრო სტრუქტურებმა ასევე ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას და ბოსნიაში რომაელთა ბატონობის დამყარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტები ილირიის დედაქალაქ სალონიდან ყველა მიმართულებით მიემართებოდა — ( ხორვატიის თანამედროვე ქალაქ სპლიტთან ახლოს).

რომანიზაცია რედაქტირება

ბოსნიაში რომაელთა მმართველობას თან ახლდა ადგილობრივი მოსახლეობის რომანიზაცია: მკვიდრმა ხალხებმა დაიწყეს ლათინური ენისა და ანბანის გამოყენება, რითაც „დაკარგეს ეთნიკური იდენტობა“. თავის მხრივ, ბოსნიის ტერიტორიაზე დასახლდა მრავალი ემიგრანტი რომის იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან — ძირითადად იტალიიდან; მათ შორის იყვნენ რომაელი ვეტერანი ჯარისკაცები და კოლონისტები.

ადგილობრივი რომაული ლეგიონები ძირითადად თავად ილირიელებისგან იყო დაკომპლექტებული. II საუკუნის ბოლოს, რეგიონი რიგი გუბერნატორებისა და სამხედრო ლიდერებისთვის სამხედრო ძალაუფლების წყაროს წარმოადგენდა. მათგან ბევრი მოგვიანებით რომის იმპერატორი გახდა, რომელთაგან პირველმა, სეპტიმიუს სევერუსმა, დაშალა პრეტორიანული გვარდია და შეცვალა იგი ილირიული ჯარით.

იმპერიის დაყოფა რედაქტირება

რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ ჩაატარა იმპერიის ადმინისტრაციული რეფორმა, ქვეყნა დაყო აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად. მდინარე დრინა 297 წელს გახდა საზღვარი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ითვლება, რომ "ცივილიზაციის თვალსაზრისით" ასეა დღემდე. დიოკლეტიანეს რეფორმები იმპერატორმა კონსტანტინემ გააგრძელა: მან თავისი რეზიდენცია რომიდან, რომელიც ბარბაროსების სულ უფრო ხშირი თავდასხმების გამო საფრთხის ქვეშ იყო, გადაიტანა. ამრიგად, ქალაქ ბიზანტიონში შეიქმნა „ახალი რომი“, რომელიც შემდეგ გახდა კონსტანტინოპოლი (დღევანდელი სტამბოლი).

ლიტერატურა რედაქტირება

  • Noel Malcolm. Bosnia A Short History, Macmillan London Limited, 1994.
  • Umjetničko Blago Bosne i Hercegovine // several authors, Svjetlost, Sarajevo, 1987.

სქოლიო რედაქტირება

  1. "Ivo Bojanovski: BOSNA I HERCEGOVINA U ANTIČKO DOBA". Akademija nauka i umjetnosti Bosne i Hercegovine, 1988. Pristupljeno 9. 2. 2016.(ბოსნ.)
  2. Adnan Busuladžić, mentor - STUDENT: Amina Veladžić - Rimska urbanizacija na tlu današnje Bosne i Hercegovine - UNIVERZITET U SARAJEVU FILOZOFSKI FAKULTET (ბოსნ.)
  3. "Edin Veletovac: Kasnoantičke bazilike u Bosni i Hercegovini". Filozofski fakultet Sarajevo, Knjiga XVII. Pristupljeno 9. 2. 2016. (ბოსნ.)
  4. "Ivo Bojanovski - Dolabelin sistem cesta u rimskoj provinciji Dalamciji". Akademija nauka i umjetnosti Bosne i Hercegovine, 1974. Pristupljeno 9. 2. 2018.(ბოსნ.)