დალმაცია (რომის პროვინცია)
დალმაცია — რომის იმპერიის პროვინცია. სახელწოდება მიიღო ილირიელების ტომობრივი გაერთიანების დალმატებისაგან, რომლებიც ძვ. წ. I ათასწლეულში ადრიატიკის სანაპიროზე ცხოვრობდნენ.
ძვ. წ. IV საუკუნიდან ილირიული ომების დაწყებამდე (ძვ. წ. 220 წ.) რეგიონი იყო ილირიის სამეფოს ჩრდილოეთი ნაწილი. ილირიული ომების შემდეგ ტერიტორიაზე მყარდება რომის პროტექტორატი.