როდიონოვკა
როდიონოვკა, ყოფილი ფარავანი — სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (ტამბოვკის თემი). მდებარეობს ფარავნის ტბის ნაპირას, ზღვის დონიდან 2100 მეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
როდიონოვკა | |
სოფლის ხედი სამხრეთიდან, უკან მარჯვნივ ჩანს ჭიქიანის მთა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ტამბოვკა |
კოორდინატები | 41°27′12″ ჩ. გ. 43°51′03″ ა. გ. / 41.45333° ჩ. გ. 43.85083° ა. გ. |
ადრეული სახელები | ფარავანი |
ცენტრის სიმაღლე | 2100 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 277[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები (98,2 %), ქართველები (1,8 %) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია
რედაქტირებაფარავნის ტბის გარშემო ისტორიულად საკმაოდ მჭიდრო დასახლება ჩანს. აქ გადიოდა ძველი გზა, რომელიც კვეთდა თრიალეთსა და ჯავახეთს. ცენტრი ამ არეალისა სოფელი თავფარავანი (იგივე ფარავანი) უნდა ყოფილიყო.
ამჟამინდელი დასახლება 1840-იან წლებში გააშენეს რუსეთიდან გადმოსახლებულმა დუხობორებმა, რომლებმაც მას უწოდეს როდიონოვკა[2]
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 308[3] |
2014 | 277[1] |
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებასოფლის ცენტრში მდებარეობს დიდი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია, ნაგები სუფთად გათლილი გრძელი კვადრებით. ეკლესია X-XI საუკუნეებს განეკუთვნება.
ეკლესიას გააჩნია ორნამენტები კარის არქიტავრზე. ორნამენტებია შემონახული თავდაპირველი სახის კარნიზებისა და სარკმელების არქივოლტებზეც. ეკლესიას გააჩნია წარწერები. ერთი მათგანი იკითხება შემდეგნაირად: „ქრისტე შეიწყალე პავლე“.
როდიონოვკაში არის მეორე ეკლესიაც, შედარებით მცირე ზომისა. მისი სახურავი და კედლები დაზიანებულია. იქვე მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეების ქარვასლა, რომლისათვისაც ქვა შემოუცლიათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე მ., ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 335-404.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ხუციშვილი ლ., პაპუაშვილი ნ., დუხობორები // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 276, ISBN 978-9941-0-0902-0.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.