ჭიქიანის მთა

მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში

ჭიქიანი, ყოიუნდაღიმთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამხრეთ საქართველოს ვულკანურ ზეგანზე, ჯავახეთის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარავნის და წალკის ქვაბულთა წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2415 მ. აგებულია ნეოგენური ლიპარიტდაციტებით და მათი გამჭოლი ობსიდიანის ძარღვებით. შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით. ჭიქიანის მთის მიდამოებში აღმოჩენილია ობსიდიანისაგან პალეოლითური იარაღის დამამზადებელი „სახელოსნო ღია ცის ქვეშ“.

ჭიქიანის მთა
ჭიქინის მთის ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან
ჭიქინის მთის ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან
კოორდინატები: 41°28′38″ ჩ. გ. 43°51′54″ ა. გ. / 41.47722° ჩ. გ. 43.86500° ა. გ. / 41.47722; 43.86500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2415 
ქედი ჯავახეთის ქედი
ჭიქიანის მთა — საქართველო
ჭიქიანის მთა
ჭიქიანის მთა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ჭიქიანის მთა
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება