რეფო-ეწერი
რეფო-ეწერი — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ერისწყლის ნაპირას. რეფო-შეშელეთის თემის ცენტრი (სოფლები:აკვარიქვა, თხინაშკარი, მეორე შეშელეთი, ხუმენი-ნათოფური, ხუმუშქური). ზღვის დონიდან 20 მ, გალიდან 10 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 374.