მეორე შეშელეთი
სოფელი საქართველოში
მეორე შეშელეთი — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში (რეფო-შეშელეთის თემი), სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ერისწყლის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 25 მ, გალიდან 7 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 585.