რევაზ ჩახვაშვილი

ქართველი ინჟინერი

რევაზ ჩახვაშვილი (დ. 18 ივლისი, 1952, კარდენახი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1976 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამიმოსვლო გზების მშენებლობის სპეციალობით.

1976-1979 წლებში მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო-საგამოკვლევო კანტორაში ინჟინრად 1979-1987 წლებში. № 11 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში — უსაფრთხოების ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად 1987-1995 წლებში. № 4 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად 1995-1997 წლებში. ამავე სამმართველოში უფროსად. 1997 წელს გახდა შპს „გზამშენი-4-ის“ გენერალური დირექტორი 1999 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო პროგრამა „საგზაო ადმინისტრაციისა მისი ქსელის ორგანიზაცია და მენეჯმენტი“ (შვედეთი). მონაწილეობდა რამდენიმე ასეული კილომეტრი საგზაო მონაკვეთის სახიდე გადასასვლელების (მდინარეებზე ლოჭინი და იორი, თბილისის შემოსასვლელი და კახეთის გზების გადაკვეთაზე) მშენებლობასა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაში ასევე, საავტომობილო გზების თბილისის ასაქცევი, „ფოთი-თბილისი-წითელი ხიდის“, „თბილისი-მარნეული-გეგუთი-სომხეთის საზღვრის“, „თბილისი-კოჯორი-მანგლისი-ნინოწმინდის“ და „ალგეთი-ნატახტარის“ მონაკვეთების მშენებლობაში. მიღებული აქვს გზებისა და მშენებლობის მსოფლიო ასოციაციის ტექნოლოგიების საერთაშორისო სერტიფიკატი.

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 631
  • წიგნი ღირსებისა, ტ. 4, თბ., 2002, გვ. 136

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება