რატევანისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, [1] მდებარეობს მდინარე მაშავერის მარცხენა ნაპირზე. რატევნის თემში. ზღვის დონიდან 600 მეტრზე, ბოლნისიდან დაშორებულია 2 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1370 კაცი.

სოფელი
რატევანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თემი რატევანი
კოორდინატები 41°26′49″ ჩ. გ. 44°31′13″ ა. გ. / 41.44694° ჩ. გ. 44.52028° ა. გ. / 41.44694; 44.52028
ცენტრის სიმაღლე 600
მოსახლეობა 1370[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97 %
სომხები 1,5 %
ბერძნები 0,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
რატევანი — საქართველო
რატევანი
რატევანი — ქვემო ქართლი
რატევანი
რატევანი — ბოლნისის მუნიციპალიტეტი
რატევანი

სოფელი განსახლებულია ძირითადად ბოლნისი-კაზრეთის გზაზე მარჯვენა მხარეს, ხოლო სავარგულები ძირითადად მდ. მაშავერას გასწვრივ თემის აღმოსავლეთით (ბოლნისის მხარეს). სოფლის ჩრდილოეთით მდებარეობს გაუქმებული სარწყავი არხი, XVI–XVII საუკუნეების წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის ეკლესიები.

სამხრეთით მოქმედი სარწყავი არხი, რკინიგზის ლიანდაგი, მდინარე მაშავერა, დენის წისქვილი, ხრიოკი გორაკები, სავარგულები.

სოფელში არის წმ. გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესია. ასევე არის XIII-XIV საუკუნეების წმ. ბარბარეს სახელობის ნაეკლესიარი, რომლისგანაც შემორჩენილია მხოლოდ შენობის აღმოსავლეთის კედელი.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2014[1] 1 370 709 661

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.